„რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ჩვენს ტრავმებზე, ბავშვობის იარებზე, მით უფრო ვსუსტდებით“ - რას წერს რამაზ გიგაური

რამაზ გიგაური

 ასტროლოგი რამაზ გიგაური ფსიქოთერაპიული ნარცისიზმის შესახებ წერს და რეკომენდაციას აქვეყნებს:

„ფსიქოთერაპიული ნარცისიზმი: როცა ტრავმის ძიება ახალ დამოკიდებულებად იქცევა რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ ჩვენს ტრავმებზე, ბავშვობის იარებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თითქოს მით უფრო ვსუსტდებით
და საკუთარ თავში ვიკეტებით.

შინაგანი სამყაროს მუდმივი კვლევა, განკურნების ნაცვლად, ბევრისთვის ერთგვარ კომფორტის ზონად იქცა. გაჩნდა
დაუწერელი წესი: თითქოს, სანამ ბოლომდე არ „მოვშუშდებით“ და იდეალურები არ გავხდებით, ნამდვილი ცხოვრებისა და ბედნიერების უფლება არ გვაქვს.

მეცნიერება ამას „ინტროსპექციის მახეს“ უწოდებს. აღმოჩნდა, რომ შეკითხვა — „რატომ ვარ ასეთი?“ — რეალურადგამოსავლისკენ კი არა, წარსულის ლაბირინთებისკენ მიგვათრევს“, - წერს რამაზ გიგაური.