„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ახალმთვარეობის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს და წერს თუ რას მოუტანს ეს მოვლენა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.
„ა ხ ა ლ მ თ ვ ა რ ე ო ბ ა
კირჩხიბის (პიკი 14 : 31) მე 5-ე გრადუსზე.
გამორჩეულია ეს ახალმთვარეობა იმით, რომ მთვარე მზესთან ერთად უერთდება იუპიტერს.
მთვარე წლის განმავლობაში პირველად სტუმრობს თავის პირმშოს, ასევე გასათვალისწინებელია იუპიტერის პოზიცია, რომელიც უფრო მკვეთრ ფერებსა და შეგრძნებებს სძენს ამ კავშირს, (თანაც იუპიტერი კეთილგანწყობილია კირჩხიბის მიმართ) ამიტომ, მიუხედავად სიმპტომური გართულებებისა და კრიზისული სიტუაციების თითქოს გამწვავებისა, ზოგადი ტენდენცია გაცილებით უფრო მშვიდობიანი და შერბილებული უნდა იყოს, როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ასევე გლობალურად.
ეს ახალმთვარეობა უფრო მეტად ოჯახში და კომუნიკაციებში ცვლილებების კუთხით გამოვლინდება, (შესაძლოა ოჯახური ურთიერთობების დალაგება, შექმნა) ძირითადად დადებითი კუთხით, თუმცა შესაძლოა გარკვეულმა გაუგებრობებმაც იჩინოს თავი.
ახლა კი ვნახოთ, რომელი ნიშნისთვის რა პერსპექტივას მოიტანს ეს პერიოდი:
ვერძი
ცვლილებები სახლის, ოჯახის თემებს შეეხება. შესაძლოა, გაგიჩნდეთ ოჯახური სიმყუდროვის მოთხოვნილება, ზოგიერთს კი გარკვეული ეჭვები თქვენს უსაფრთხოების, კომფორტის ზონასთან დაკავშირებით, ან ფაქტის წინაშე აღმოჩნდეთ და მოგიწიოთ ზემოთ ხსენებულ თემებთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება.
კურო
გადახედეთ კომუნიკაციებს, ადამიანებს თქვენს გარშემო. სიახლეები შეიძლება გქონდეთ, ნათესავებთან, და-ძმებთან ან ზოგადად გარშემომყოფებთან დაკავშირებულ თემებთან. ერიდეთ კამათს, ნუ გაფლანგავთ უსარგებლოდ თქვენს დროსა და ენერგიას. ყურადღებით იყავით გზებზე, დარწმუნდით ავტომანქანის გამართულად მუშაობაზე. მიჰყევით კონკრეტულ გეგმებს და დაისახეთ ახალი მიზნები!
ტყუპები
ცვლილებები ძირითადად ფინანსურ სფეროში იჩენს თავს, გქონდეთ საკუთარი თავისა და უკვე არსებული შესაძლებლობების იმედი, მაგრამ დამატებითი წყაროების მოძიებაზეც იზრუნეთ. კარგად გააანალიზეთ ინვესტიციები, ყიდვა - გაყიდვის თემები, მოემზადეთ განახლებისთვის.
კირჩხიბი
ეს არის პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ გაერთიანდეთ თქვენს საწყისთან, თქვენს შინაგან მესთან, გაარკვიოთ თქვენი ჭეშმარიტი მისწრაფებები, სურვილები. აიღეთ სადავეები საკუთარ ხელში მიმდინარე მოვლენების განვითარებისას. გააცნობიერეთ თქვენი ძალა, რადგან თქვენ არ გჭირდებათ არავის დახმარება, დაისახეთ მიზნები და მიჰყევით მათ ეტაპობრივად. პერიოდი მოგებიანია ნებისმიერი წამოწყებისთვის.
ლომი
შესაძლოა ეს იყოს თვითანალიზის დაწყების პროცესი, რომლის დროსაც თქვენ უპირატესობას მიანიჭებთ ფსიქოლოგიურად გაჯანსაღების საკითხებს და დაამყარეთ ბალანსს მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის . ყურადღება მიაქციეთ ასევე შინაგან დიალოგს, გაეცით პასუხები საკუთარ თავს საბოლოოდ ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, ამგვარად, თქვენ აღმოფხვრით ყველა დაბრკოლებას, რომელიც აქამდე გაფერხებდათ.
ქალწული
ეს პერიოდი თქვენს ცხოვრებაში ახალი პროექტების განვითარებას შეუწყობს ხელს, ეფექტური იქნება მეგობრებთან, კოლეგებთან , სოციალურ კავშირებში თქვენი ჩართულობა, გამოდით კულისებიდან, დაისახეთ მიზნები, ახლა გარემოც გეხმარებათ მათ განხორციელებაში.
სასწორი
შესაძლოა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეთ, იყავით ყურადღებით, შესაძლოა გაგიჭირდეთ ბალანსის დაცვა სამსახურებრივი ცვლილებების დროს ახალი დავალებების შესრულებისას, მთავარია შეინარჩუნოთ სიმშვიდე ოჯახის წევრებთან მიმართებაში. იყავით მეტად გაბედული და წინ გამარჯვებისკენ!
მორიელი
კარგი დროა მოგზაურობის დასაგეგმად ან უცხოეთში გასამგზავრებლად, ახალი თავგადასავლებისა და გარკვეული საკითხების შესასწავლად, თუმცა იგივე თემებში შესაძლოა თავი იჩინოს მცირე შეფერხებებმაც, ამიტომ იყავით მეტად მოქნილი. მიეცით თავს მოშვებისა და გართობის საშუალება.
მშვილდოსანი
ღრმა ტრანსფორმაციული ცვლილებების ეტაპზე გადადიხართ, რომლის დასასრულს თქვენ შეძლებთ გათავისუფლდეთ ყოველგვარი არასაჭირო, მოძველებული და თქვენთვის ზიანის მომტანისგან, იქნება ეს სიტუაციები, ჩვევები, ფობიები თუ ადამიანები, რომელთა გავლენასაც ვერაფრით ვერ აღწევდით აქამდე თავს.
თხის რქა
მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელიც მიმართულია დასახული გეგმების განხორციელებისკენ, ხელსაყრელია ახალი პროექტების, საქმეებისა და პარტნიორული კავშირების წარმოება. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და ეცადეთ მეტი ემოცია და სითბო ჩადოთ ნებისმიერ საქმიანობაში.
მერწყული
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შეცვალეთ თქვენი ჩვევები, გაწერეთ დღის რეჟიმი, იმოქმედეთ გეგმურად, ყურადღება დაუთმეთ კვების რეჟიმსაც. ჩართეთ თქვენს საქმიანობაში შესაბამისი თემის პროფესიონალები, რადგან წვრილმან გაუგებრობებზე ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა არ მოგიწიოთ.
თევზები
ოჯახში შესაძლოა სიახლე იყოს ახალი ოჯახის წევრი, ან ბავშვების თემასთან დაკავშირებული საკითხები. რაც შეეხება პირად-სასიყვარულო სფეროს, ახლა უნდა იაქტიუროთ, რადგან ფორტუნა თქვენს მხარესაა. საქმიანობაში იყავით კრეატივზე ორიენტირებული.