„მინდა საქართველოს მოსახლეობა დავამშვიდო...“ - ასტროლოგი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
1751121199
მაჯაზე ფერადი ძაფები პოპულარულია და ხშირად შეხვდებით, თუმცა, ალბათ, ყველამ არც იცის მათი მნიშვნელობა და არც ის, თითოეული ფერი რისგან იცავს ადამიანს.
ზოგადად ძაფი მაჯაზე ბევრ ძველ ხალხებში და კულტურაში ითვლებოდა დამცავ თილისმად.
გადმოცემის თანახმად, წითელი, შალის ძაფი (აუცილებლად შალისას), მარცხენა მაჯაზე აუცილებლად უნდა გაიანსკვოს, სამჯერ ან შვიდჯერ, მეტი დაუშვებელია.
ინდუისტურ ტაძრებში მარჯვენა ხელზე წითელ ძაფს გასათხოვარ გოგონებს უკეთებენ. ძველ სლავებს სწამდათ, რომ მარჯვენა ხელზე შებმული წითელი შალის ძაფი წარმატებასა და კეთილდღეობას მოუტანდათ.
მაჯაზე მობმული შალის ძაფი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
შალის ძაფი აყუჩებს არა მხოლოდ სახსრების, არამედ თავის, კბილის და ხერხემლის ტკივილს.
თუ ერთ დღესაც თქვენი დამცავი თილისმა გაწყდება ან დაკარგავთ არ ინერვიულოთ, ეს კარგის ნიშნად ითვლება : ამ დროს ადამიანს გვერდით ჩაუარა ცუდმა ამბავმა ან ნეგატიურმა დარტყმამ. ამის შემდეგ დაწვით ეს ძაფი და თუ კარგად გამოგადგათ ეს თილისმა პრაქტიკაში დაამზადეთ ახალი.
რაც შეეხება ძაფის ფერს, აქ ერთი კონკრეტული ვერსია არ არსებობს. ყველა კულტურას საკუთარი ლეგენდა აქვს ამის შესახებ.
ზოგან ეს უკავშირდება ქალღმერთ გედს, რომელმაც გლეხებს ასწავლა წითელი ბადის ქსოვა და რომელიც მათ სახლებს იცავდა ავადმყოფობებისგან და ნეგატიური ძალებისგან, არ აძლევდა სახლში შესვლის უფლებას.
საქართველოშიც გვაქვს ეს რიტუალი, მაღალმთიან დასახლებებში, სადაც დღემდე არის შემორჩენილი მზის კულტი თუნდაც მითების და ცრურწმენების დონეზე, პატარა ბავშვებს უკეთებენ ხელზე წითელ ძაფს. ითვლება რომ წითელი შალის ძაფი ისრუტავს მზის ენერგიას და ამ ენერგიას აბალანსებს ადამიანში, ამიტომაც მზის ზედმეტი სხივებისგან იცავს მას და ზუსტად იმდენ ენერგიას აძლევს, რაც საჭიროა ჯანმრთელობისთვის.
უამრავი მსგავსი მითი და ლეგენდა არსებობს აბსოლუტურად ყველა კულტურაში.
სამაჯურს შეგიძლიათ გაიკეთოთ, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელზე დანიშნულების მიხედვით (მარცხენა მიღება, მარჯვენა გაცემა) და შეგიძლიათ რამდენიმე ფერი ერთად დაწნათ.
წითელი – დამცავი თილისმა, იცავს ნეგატიური ენერგიისგან და პროგრამისგან.
ნარინჯისფერი – მზის ენერგიის ფერია, ჯანმრთელობისთვის
ყითელი – მზის ფერი, იძლევა შემოქმედებით ენერგია და ადამიანს ეხმარება მუშაობაში (შექმნაში)
მწვანე – გულის ჩაკრის ფერი – წმენდს ადამიანის ენერგეტიკას, ხელს უწყობს ადაპტაციაში და სულიერი და ფიზიკური ენერგიის დაბალანსებაში,
ლურჯი – იცავს ადამიანს დანაკარგებისგან ნებისმიერ დონეზე. კარგია ჩაკეტილი ადამიaნებისთვის, რომ უფრო მეტად გაეხსნან სამყაროს.
თეთრი – გამოადგება ადამინს ვინ დაკავებულია სულიერი და ენერგეტიკული პრაქტიკებით.
ბორდოსფერი – კარგია ბიზნესისთვის და მატერიალური კეთილდრეობისთვის
ვარდისფერი – კარგია სიყვარულის მოსაზიდად.
შავი – მოაქვს სოციუმთან ინტეგრაცია და დაფასება მისგან.
წყარო: astrology.ge