„ომი მძიმე ფაზაში გადადის და მოერიდეთ ახლო აღმოსავლეთისკენ მოძრაობას!“ - ასტროლოგი

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე საუბრობს და საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს:

„ორმხრივი ბრძოლის ქარცეცხლი და ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებები! ომის მე-14 დღემ დიდი განხეთქილებით ჩაიარა.

დღეს დილიდან ებაულ-ამერიკული ავიაციის მიერ დაიბომბა დასავლეთ ირანის ქალაქი ,,დეზფული".

საპირისპიროდ კი შუა დღისა და საღამოს საათებში ირანმა ლიბანურ დაჯგუფება ,,ჰეზობლასთან" ერთად ათობით ბალისტიკური კასეტური რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით. (იხილეთ ვიდეო კომენტარებში)

ირანის მხრიდან ნასროლი რაკეტების ნაწილი ჩამოვარდა თელ-ავივის აგლომერაციაში. (ვიდეო კომენტარებში)

დიდი განხეთქილება და ვნებათღელვა გამოიწვია კალიფორნიის გუბერნატორის სიტყვებმა, რომელმაც ღიად დაგმო ტრამპის საქციელი, ხოლო სამხედრო ექსპერტი ,,დუგლას მაკრეგორი" მის ინტერვიუში ამბობს, რომ ისრაელი ირანში ატომურ ბომბს ჩამოაგდებს.

სენატში მწვავე დაპირისპირების ფონზე ,,Fox News'' - თან ინერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მომდევნო კვირა მრავლისმთქმელი და გადამწყვეტი იქნება, რამეთუ იერიში მოსალოდნელია ორმუზის სრუტეზე.

აი, თუ როგორ - ეს მართლა საინტერესოა ...

ბევრი ექსპერტის აზრით და მათ შორის, მეც ამას ვამბობ, ორმუზის სრუტეში ღია ომი აშშ-ის მეორე ვიეტნამი შესაძლოა გახდეს, რაც უდიდეს დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული.

ნავთობით მარტის თვიდან მდიდრდება რუსეთი. ამას, ალბათ, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა ჩრდილოეთი, რომ ასე დატრიალდებოდა ბედის ჩარხი.

შედარებით რთული კვირაა ირანისთვისაც, ცხადია.

მათი ახალი სულიერი ლიდერი ,,მოჯთაბა ხამენეი" დაჭრილია. ამ ეჭვებს ისიც ბადებს, რომ მან ვერ შეძლო ვიდეო-ფორმატით სიტყვის წარმოთქმა.

როგორც ჩანს, მძიმე ჭურვები, მის სიცოცხლესაც შეეხო. ავრცელებს ამ ინფორმარციას ,,The Sun News"

ორ კვირიანი პაუზის შემდეგ ,,ბიბი ნეთანიაჰუ'' წარსდგა კამერების წინ და ისევ მესიანური განცხადებით გამოირჩა, მისი თქმით ებრაელი ერის ეს თაობა ამ უკანასკნელს იხილავს.

ფაქტობრივად, რასაც ვამბობდი, ომი გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება.

აშშ-ს და ისრაელს, ისღა დარჩენია როგორმე მოიპოვონ კონტროლი ორმუზის სრუტეზე და შეცვალონ ირანული რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სენატისთვის ეს ოპერაცია წარმატებულად ვერ ჩაითვლება.

ირანელებისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სრუტის დანაღმვა და ხშირი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაა.

ხოლო, სამხედრო ოპერაციის ვერ გარისკვის შემთხვევაში, (დუგლას მაკგრეგორს) დავეთანხმები, რომელსაც მხარი ,,ტაკერ კარლსონმა'' აუბა - ირანში ატომი დროთა განმავლობაში გავარდება!

მოკლედ, ომი მძიმე ფაზაში გადადის და მოერიდეთ ახლო აღმოსავლეთისკენ მოძრაობას“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.