თბილისის მერია მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1759254435
როგორ ვატაროთ ნიშნობის ბეჭედი?
ძალიან ხშირად ნიშნობის ბეჭედს საქორწილო ბეჭედში ურევენ, რაც არასწორია, ვინაიდან მათ შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. ბიჭის მხრიდან ხელისა და გულის შეთავაზება სწორედ ნიშნობის ბეჭდით ხდება, ნიშნობის ბეჭედი ემსახურება საქორწილოდ მზადყოფნას. ჩვენთან ნიშნობის ბეჭედს მარჯვენა ხელის უსახელო თითზე ატარებენ, ხოლო ოკეანის გაღმა კი პირიქით, მარცხენა ხელზე ირგებენ. რომელ თითზე მოვირგოთ, ეს ნამდვილად ჩვენი გადასაწყვეტია, ვინაიდან ის დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანის ეროვნულ და კულტურულ საწყისებთან.
ძველად ნიშნობის ბეჭედი ემსახურებოდა ბიჭის მატერიალურ სტატუსს. ამიტომ იმის მიხედვით, თუ როგორ ნიშნობის ბეჭედს შესთავაზებდა გოგოს, განისაზღვრებოდა, რა მასალის იყო ბეჭედი და რამდენად ძვირფასი. იშვიათი არ იყო არც ის ფაქტი, რომ სწორედ ბებიების და დედების ნაქონ ბეჭედს ჩუქნიდნენ საცოლეს. მაგალითად, ბრიტანეთიც ამ ტრადიციას ინარჩუნებს დღემდე, პრინცესა დიანა სპენსერის ბეჭედი ქეით მიდლტონს გადაეტა კემბრიჯის ჰერცოგინიას სტატუსის მორგების შემდეგ. გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ დიანას ბეჭედთან განშორება არ უნდოდა, პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ, 1996 წელს, თუმცა ლეგენდარულ საფირონთან დამშვიდობება მას მაინც მოუწია.
როგორ ვატაროთ ნიშნობის ბეჭედი ქორწილის შემდეგ?
ნიშნობის ბეჭედი ქორწინების შემდეგ ესტაფეტას უთმობს საქორწილო ბეჭედს მარჯვენა ხელის უსახელო თითზე, თუმცა მეორე ვერსიით, მისი ტარება მარცხენა ხელის უსახელო თითზეც მარტივად შესაძლებელია. დღესდღეობით, მოდური ტენდენციით, საქორწილო და ნიშნობის ბეჭედი მის ღირებულებასთან და განსხვავებულ დიზაინთან არის პირდაპირ კავშირში. შესაბამისად, ის ხშირად ატარებს არამარტო სამახსოვრო, არამედ ძვირად ღირებული აქსესუარის ფუნქციასაც... ვრცლად