ირაკლი კობახიძე: „პარაგრაფ თაბორი“ არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ გამორჩეული წამოწყებისთვის, ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის

ირაკლი კობახიძე

„პარაგრაფ თაბორი“ არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატა, ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურმა პროექტის ინიციატორს ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში შეიტანა წვლილი, მადლობა გადაუხადა.

„ხედავთ, რამდენად ღირებული პროექტი განხორციელდა დედაქალაქში, ეს არის უმაღლესი კლასის ახალი სასტუმრო, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატა. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო ამ გამორჩეული წამოწყებისთვის და ყველა იმ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხდო, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ეს პროექტი. ეს არის ახალი ბიძგი დედაქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ასევე სოციალური ეფექტიც ძალიან სერიოზულია. 450 ადამიანი იქნება დასაქმებული ამ სასტუმროში. ყველა კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი დედაქალაქისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.