„ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი...“ - ექიმი
1767082924
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 2026 წლის ფავორიტ ნიშნებს ასახელებს.
"2026 წლის პირველი ნახევარი, დაახლოებით, ივლისის 15-17 რიცხვამდე, კირჩხიბის დროა - მთავარი ფავორიტი, ყველაზე წარმატებული. კირჩხიბთან ერთად, მორიელი, რომელიც შემდეგი წლისთვის შავი მთვარისგან გათავისუფლებული იქნება. და ასევე, ფავორიტი იქნება თევზები. თევზებს დამსჯელი პლანეტა სატურნი მოშორდება, რომელიც ბოლო ორ-წელიწად ნახევარია, თევზებშია.
გამარჯვების პლანეტა იუპიტერი გადავა 17 ივლისის შემდეგ ლომის ზოდიაქოში, აქ უკვე სხვები ხდებიან ფავორიტები.
პირველი და უმთავრესი ლომია. რაც შეეხება მშვილდოსანსა და ვერძს, მათ ბოლომდე ფავორიტებს ვერ უწოდებ. ნახევარ ფავორიტები არიან. სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაინც შავი მთვარე იქნება და შავი მთვარე მაცდუნებელი ძალაა. დრო და დრო, შეფერხებებსა და ცდუნებებს მისცემს, წელი კარგი იქნება, მაგრამ ბოლომდე ისეთი არა.
ვერძში 2 წელიწად-ნახევრით სატურნი გადადის, ანუ შეზღუდვების პლანეტა, რაც მას ცოტა კეტავს და ბოლომდე არ აძლევს ამ პოზიტიურ შანსებს. მთავარი ფავორიტი, ამ შემთხვევაში, მაინც რჩება ლომი.
დანარჩენი ნიშნებისთვის არ არის ცუდი წელი, მაგრამ ამათ ვერ აჯობებს", - ამბობს ასტროლოგი პოდკასტში "ჩვენ".