1767123720
წარსულის გაცილება მადლიერებით - ახალ წლამდე შესასრულებელი რიტუალი ეზოთერიკოსებისგან
ახალი წელი მხოლოდ კალენდრის ცვლილება არ არის, ეს სიმბოლური „სუფთა ფურცელია“, რომელიც გვაძლევს შანსს, გადავტვირთოთ ჩვენი მენტალური მდგომარეობა და ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები შემოვუშვათ.
იმისათვის, რომ 2026 წელი თქვენთვის წარმატებული და ჰარმონიული აღმოჩნდეს, გთავაზობთ მარტივ, მაგრამ ეფექტურ რიტუალს:
„მადლიერების გადახედვა“ და წარსულის გაცილება
სანამ ახალ მიზნებზე გადახვალთ, მნიშვნელოვანია დაასრულოთ 2025 წელი. აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ 5 მოვლენა, რომლისთვისაც გასული წლის მადლიერი ხართ.
მადლიერების წერილი ატარეთ ჯიბით რამდენიმე საათი. შემდეგ აანთეთ სანთელი (არ აქვს მნიშვნელობა ეკლესიის იქნება თუ ფენშუის). წერილს მადლობა გადაუხადეთ და დაწვით. ფერფლი გაატანეთ ქარს.
რატომ მუშაობს ეს?
მადლიერება ტვინს აპროგრამებს პოზიტივის დასანახად. ეს რიტუალი გეხმარებათ გააცნობიეროთ, რომ რთულ პერიოდებშიც კი იყო ზრდა და წინსვლა.











