დააპატიმრეს ქალი, რომელმაც თირკმლის გაყიდვა გადაწყვიტა - დეტალები საგამოძიებო მასალებიდან (უცხოეთი)
1768672657
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგია ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბედნიერებაზე წერს:
„თუ მე ვარ ის, რაც მაქვს და თუ მე დავკარგავ იმას, რაც მაქვს — მაშინ ვინ ვარ მე?“
ეს კითხვა ერიხ ფრომმა დასვა და ის დღემდე რჩება ყველაზე საშიშ და ამავდროულად, ყველაზე გამათავისუფლებელ კითხვად. ჩვენ გვასწავლეს, რომ ბედნიერება „დაგროვებაშია“. გვინდა, რომ გვქონდეს ბევრი ფული, კარგი ურთიერთობა, სტატუსი... მაგრამ რატომღაც, რაც უფრო მეტი „გვაქვს“, მით უფრო გვეშინია ცხოვრების.
ფრომი ამბობს, რომ არსებობს ცხოვრების ორი რეჟიმი: „ქონა“ (როცა ებღაუჭები) და „ყოფნა“ (როცა მიედინები). ერთი ნევროზია, მეორე — თავისუფლება.
სად გადის ზღვარი „მკვდარ“ და „ცოცხალ“ ცხოვრებას შორის და როგორ გადავიდეთ გადარჩენის რეჟიმიდან — სიცოცხლის რეჟიმზე?
პატრეონის ჩემმა გამომწერებმა წაიკითხეთ ანალიზი და სამი პრაქტიკული სავარჯიშო“,- წერს რამაზ გიგაური.