1769284719
ღამე მისი აორთქლება დაიწყება და თქვენგან ცუდ ენერგიას და ნეგატივს წაიღებს, რიტუალი დღეს ღამე უნდა შეასრულოთ... - ეზოტერიკოსის რჩევა
მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ენერგეტიკის გასუფთავების მარტივ პრაქტიკას გვიზიარებს.
„კვირა საღამოს აიღეთ ღრმა თეფში, ჩაასხით ცივი წყალი, ჩაყარეთ 7 მწიკვი მარილი და წყალს უთხარით:„მარილიან წყალს საწოლის ქვეშ ვდგამ,ღამით საკუთარ თავს ნეგატივისგან ვასუფთავებ.პრობლემები, უსახსრობა და მტრები მიდიან,ხოლო ბედნიერი და მდიდარი ცხოვრება ჩემკენ მოდის.მარილიანი წყალი სასწაულებს ახდენს.ასე იყოს.“შემდეგ დადგით ეს წყალი საწოლის ქვეშ და დაიძინეთ.მარილი წყალში გაიხსნება და ღამის განმავლობაში მისი აორთქლება დაიწყება, ის თქვენგან წაიღებს მთელ ნეგატივს, უბედურებასა და თვალს, მოგაშორებს შურსა და არასასურველ ადამიანებს თქვენი გზიდან, გაასუფთავებს დაბრკოლებებს და გახსნის ყველა გზას.დილით ეს წყალი გადაასხით ნიჟარაში ან ტუალეტში.“ - წერს იოსელიანი.







