„გააკეთეთ სიკეთე მადლობის მოლოდინის გარეშე“ - 6 დეკემბრის ენერგიები

დროში მოგზაურობის ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 6 დეკემბრის ენერგიებზე საუბრობს:

„6 დეკემბერი: დასრულების და განახლების ენერგია

დღეს დღე იმართება ციფრი 9-ის ენერგიით — ეს არის გათავისუფლების, მადლიერებისა და დახურვის ვიბრაცია. სამყარო გიწვევთ, რომ გაუშვათ ზედმეტი და მოაწყოთ სივრცე ახალისთვის.

რა გააკეთოთ:

გააკეთეთ სიკეთე მადლობის მოლოდინის გარეშე

დაკავდით სპორტით და იზრუნეთ სხეულზე

დალაგეთ სივრცე — გაათავისუფლეთ ყველაფერი ძველი

დაეხმარეთ მათ ვისაც ეს სჭირდება

დაასრულეთ დაწყებული საქმეები მსუბუქი გულით — ხვალ იწყება ახალი ციკლი

რისგან უნდა შეიკავოთ თავი:

კონფლიქტებისგან და დავისგან — ემოციები პიკზეა

სხვის გაკონტროლებისგან

მშვიდად იყავით — და ახალი შესაძლებლობები თავად მოგაკითხავთ

დღეს შაბათია და განსაკუთრებით იღბლიანია მათთვის, ვინც დაიბადა 8, 17 ან 26 რიცხვში

თქვენი ფერები: ლურჯი და ცისფერი“,-  წერს თაკო მელიქიშვილი.