„ფული უსასრულოდ! ტექნიკა ფულადი ენერგიისა და ფულის მოსაზიდად“ - ეზოტერიკოსის სასარგებლო რჩევა

ფულის მოზიდვა

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„ფული - უსასრულოდ!

ეს ტექნიკა მიმართულია ფულადი ენერგიისა და უშუალოდ ფულის მოსაზიდად 

მისი შესრულება შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს, როცა სამყაროს მხარდაჭერა გჭირდებათ. იდეალურია მზარდი მთვარის დღეებში
 მაშ ასე:
დაიხატეთ წითელი ან მწვანე კალმით უსასრულობის ნიშანი მარცხენა ხელის მაჯაზე ან მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე (ასევე შეიძლება შუა თითზეც);

ხატვისას წარმოთქვით:„მე ფულის მაგნიტი ვარ. რაც მეტ ფულს გავცემ, მით მეტი მიბრუნდება უკან. ასეც იყოს!“

და დაივიწყეთ ის, რაც ახლახან გააკეთეთ. გააგრძელეთ ჩვეულებრივი ცხოვრება, ნუ ელით , ნუ დაიძაბებით და გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე.ფულადი ენერგია თავს იჩენს 1-3 დღეში, თუ ყველაფერი სწორად შეასრულეთ. ფული მოდის — დიდი თუ პატარა, მაგრამ აუცილებლად მოდის.

ძვირფასებო, პრაქტიკა 10-ჯერ რომ გაძლიერდეს, სიმბოლოს დაამატეთ თქვენი ფინანსური კოდი. როგორ გამოთვალოთ? მაქვს გამოთვლა ჩემს გვერდზე,სადაც დაწვრილებით ვასწავლი...
თუ არ იცით დაწერეთ კომენტარებში სიტყვა : „კოდი“

და თქვენი დაბადების თარიღი
ვინც უკვე იცის და ნახეთ ჩემს გვერდზე გამოთვლა კოდის ასწავლეთ სხვებსაც...",- წერს იოსელიანი.