ფინანსების მოსაზიდი რიტუალი ახალი წლის სუფრაზე - ანზორ ოდიშარიას რეკომენდაცია

სუფრა

ფინანსების მოსაზიდი რიტუალი ახალი წლის სუფრაზე - ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარიას რჩევა.

პირველ რიგში, ყოველწლიური ფულის თილისმის გამზადება ხდება საახალწლო სუფრაზე. ახალი წლის ღამით, ვიღებთ ჩვენს თეფშს, სადაც უნდა მივირთვათ და დღესასწაულით დავტკბეთ, წინასწარ, ჩვენმა ოჯახის წევრმა თეფშის ქვემოთ ნებისმიერი კუპიურა უნდა დაგვიდოს. ეს დღის ენერგეტიკით იმუხტება. როცა ჩვენ გავშლით სუფრას, გაშლის პროცესში იმუხტება. ყველას უდევს თავისი კუპიურა, როცა შემოდის ახალი წელი, ერთმანეთს ვულოცავთ, ვუჭახუნებთ ჭიქებს და ჩუმად უნდა გამოვაძვრინოთ კუპიურა, რომელსაც ჯიბეში, ან საფულეში შევინახავთ ერთი წლის მანძილზე, არ უნდა დაიხარჯოს. თუ არ ატარებთ საფულეს, იქ შეინახეთ, სადაც ფულს ინახავთ. ეს არის შენთვის წლის ბარაქის მოზიდვის რიტუალი. 

კუპიურა შეიძლება იყოს მინიმალური, ერთ ლარიანიც, მთავარია, იყოს ფულის ნომინალი. ემიგრანტებსაც, იმ ქვეყნის კუპიურის ან მონეტების გამოყენება შეუძლიათ, სადაც ცხოვრობენ“, - განმარტავს ეზოტერიკოსი.