„2026 წლის ღამით არ უნდა მიირთვათ...“ - ასტროლოგის გაფრთხილება
1767203721
რა ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს თხილეულმა? – საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საუბრობს.
„თხილეული, ნიგოზი, არაქისი და წაბლი, იშვიათ შემთხვევაში ნუში- ასეთიო საკვები პროდუქტები ცნობილია, რომ წარმოადგენენ კონკრეტულ ადამიანებში ალერგენებს და ასეთი ადამიანები რეაგირებენ მსგავსი ტიპის პროდუქტების ჭარბად მიღებაზე. თხილეული, ნიგოზი, ნამცხვრებში, საცივში ფხალეულში და შეიძლება პურშიცშეგვხვდეს, რომელიც ხშირია საახალწლო სუფრაზე და ასეთ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ურტიკარია, ანუ ჭინჭრის ციება, რომელიც მაინცდამაინც გამონაყარით არ მიმდინარეობდეს, იყოს უბრალოდ ქავილი ან შეშუპება,მაგალითად ტუჩი შეუშუპდეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება არაქისს და წაბლს, შეიძლება ანაფილაქსიაც განვითარდეს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები“, – ამბობს ზაზა თელია.