„ეს ისტორიული მოვლენაა, სრულიად ახალ და მასშტაბურ ციკლს ეყრება საფუძველი!“ - ასტროლოგი ხათუნა ნოელი

ასტროლოგია

ასტროლოგი ხათუნა ნოელი, სოციალურ ქსელში, სატურნისა და ნეპტუნის შეერთებაზე წერს და განმარტავს, რომ ეს  არის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, რომლითაც დედამიწაზე ნამდვილი ახალი წელი იწყება.

„ეს რომ არ მოგიყვეთ, არ შეიძლება!  
როგორც იცით, თებერვლის 20 რიცხვში სატურნი და ნეპტუნი ვერძის პირველ გრადუსზე ერთმანეთს შეუერთდებიან! და ეს გრადუსი უბრალო გრადუსი არ გეგონოთ! მზე მას ბუნიაობის დღეს ჰკვეთს ხოლმე და მისით იწყება ნამდვილი ახალი წელი დედამიწაზე...

ეს ისტორიული მოვლენაა მეთქი, ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ.
სრულიად ახალ და თანაც მასშტაბურ ციკლს ეყრება საფუძველი!
სატურნისა და ნეპტუნის შეერთებები სხვა დროსაც როგორ არ გვქონია, აგერ 1989წლის გაზაფხულზე იყო, ოღონდ თხის რქაში.

ბოლოჯერ სატურნი ვერძის პირველ გრადუსზე 30 წლის უკან იყო, 1996 წლის გაზაფხულზე.მაგრამ მაშინ ნეპტუნი თხის რქაში მოძრაობდა.

როდესაც 1861წელს ნეპტუნი ვერძის პირველ გრადუსზე იდგა, სატურნი იყო ქალწულში. ანუ ისინი ისევ ასცდნენ ერთმანეთს...

ბოლო შეერთება ვერძში ადრეც გითხარით, 1703 წელს ჰქონდათ. მაგრამ პირველ გრადუსზე კი არა, - მე-13-ზე.
ასტროლოგიაში კი ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. სად ლამის შუა ზოდიაქოში შეერთება, და სად ზოდიაქოს დასაწყისშივე -პირველ გრადუსზე!!

ჰოდა, დავინტერესდი, ნეტა ოდესმე თუ შეხვედრიან ისინი ამ წერტილში ერთმანეთს მეთქი. ანუ რა ციკლის დასარულთან ვართ იქნებ 1703 წელი მიკრო ციკლია უფრო დიდ ციკლში?
დავიწყე ძებნა...

არაერთი შეხვედრა ამომიგდო პროგრამამ მათი ვერძში შეერთების, მაგრამ ყოველთვის სხვა გრადუსებზე... არა, ეს არა, არც ეს, არც ეს... ვფიქრობდი და უკან უკან ვატრიალებდი დროს... აი, ჩვენს წელთაღრიცხვას ანუ ქრისტეს დაბადებას რომ გადავცდი, კინაღამ ხელი ჩავიქნიე, რადგან ფაქტობრივად ვერძის პირველი გრადუსი ახლაა ბუნიაობის წერტილი, 2 ათეული წლის წინათ კი ბუნიაობებიც და ნაბუნიაობიც კუროს, ლომის, მორიელის და მერწყულის პერიოდებს ემთხვეოდა... ეს ცალკე თემაა და სფინქსებთან მივყავართ... თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ნეპტუნისა და სატურნის ბოლო შეერთებას ვერძის 1 გრადუსზე.

როდის მომხდარა, იცით? ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა დროის მანძილი გვაშორებს ამ მოვლენიდან- ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1742 წლის 4-დან 12 აპრილამდე გრძელდებოდა მათი ამ გრადუსზე ერთად დგომა!! ქრისტეშობამდე 18 საუკუნით ადრე, ხალხო!! ბრინჯაოს ხანის დასაწყისი ცენტრალურ ევროპაში! მინოსის კულტურის ზენიტი! ვედური პერიოდის დასაწყისი ინდოეთში! მამონტები ამოწყდნენ მაგ დროს!!

რაღა თქმა უნდა, მინდოდა საქართველოზე მეპოვა რამე... სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია, ჩვენი წინაპრების შესახებ, ამ პერიოდზე ხელმისაწვდომი არა...

მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ თურმე აგერ ახლა, მარტში, 3 768 წლიანი ციკლი სრულდება და ახალი იწყება! სრულიად შეუცნობელი, სრულიად განსხვავებული, რადგან სატურნი არის ჩარჩო, ხოლო ნეპტუნი უსაზღვროება.
რას მოიტანს, დაახლოებით რა შეუძლია, მაგაზე უკვე მიდევს პოსტი, თანაც ორი, ჩაუყევით ჩემს კედელს და ნახავთ.
ოღონდ ის არ მკითხოთ ახლა, კონკრეტულად ჩემზე როგორ იმოქმედებსო.

მაგას მირჩევნია, მოვძებნო რამდენი ათასწლეულის მერე აღმოჩნდებიან ეს ორნი ისევ ვერძის 1-ლ გრადუსზე“, - წერს ასტროლოგი სოციალურ ქსელში.