„დიდი ბედნიერების“ პლანეტა რეტროგრადულ სვლაზე გადადის - რა უნდა ვიცოდეთ

იუპიტერი

4 სექტემბრიდან პლანეტა იუპიტერი რეტროგრადულ სვლაზე გადადის. ასტროლოგი ხათუნა ნოელი მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვიზიარებს.

„4 სექტემბერს, ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი რეტროგრადულ სვლაზე გადავა. ეს პლანეტა სოციალურ თვითდამკვიდრებაში გვიწყობს ხელს . მას „დიდი ბედნიერების“ პლანეტას უწოდებენ და სიმბოლიზირებს წარმატებას, სიმდიდრეს, გაფართოებას. ავტორიტეტს, აღიარებას, უმაღლეს განათლებას, თვალსაწიერის გაფართოებას, შორეულ მოგზაურობებს, ოპტიმიზმი, საზოგადოების მორალური ფასეულობების სისტემას.

ამიტომ მართლა ძალზე მნიშვნელოვანია მისი რიტმებისათვის ფეხის აწყობა. ყველა წამოწყება, რაც საქმეების გაფართოებასთანაა დაკავშირებული, სჯობს გადადოთ ამ წლის ბოლომდე! 

წამოწყებებს მხოლოდ მათთვის ექნება აზრი, ვისაც ნათალურ რუკაში იუპიტერი რეტრო ჰყავს. მათთვის მშვენიერი დრო დადგა სოციალური და ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად, თუკი ისინი იუპიტერიანულ თემებთან რეზონირებენ - განათლება, თვალსაწიერის გაფართოება, იურიდიული საკითხები, რელიგია, ფილოსოფია, ქველმოქმედება, საერთაშორისო ურთიერთობები, გასტროლები, საგამომცემლო საქმიანობა და გამოძიებაც კი შეგიძლიათ აგრეთვე მონაწილეობა მიიღოთ რელიგიურ, კულტურულ, ან უბრალოდ პოპულარულ ღონისძიებებში. ეს საგრძნობლად წაადგება თქვენს საქმეს, თქვენს იმიჯს.

დირექტიული იუპიტერის პატრონებს კი პირიქით -ამ ხნის მანძილზე რეკომენდაციას გავუწევდი ნაკლები აქტივობა გამოეჩინათ კარიერული წინსვლისათვის ზრუნვაში, იურიდიული საკითხების მოგვარებაში, უცხოეთთან ახალი კავშირების მოძიებაში და ახალ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვაში,“ - წერს ასტროლოგი.

ასევე ნახეთ:

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2023 წლის სექტემბერში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებიან

სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის ვარდნას ელოდებიან

რომელი საშიში დაავადებები მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე