ასტროლოგიური პროგნოზი 22 აგვისტოსთვის - რას გპირდებათ ვარსკვლავები დღეს

ნიშნები

ციფრული ფსიქოლოგი თაკო მელიქიშვილი 22 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს.

„ვერძი: მთვარის მონათესავე ცეცხლის სტიქია ოპტიმიზმითა და ახალი აღმოჩენების სურვილით აგავსებთ. კარგი დღეა მოგზაურობის, სწავლისა და დიდი გეგმების დასახვისთვის.
  კურო: ყურადღება ოჯახურ ბიუჯეტსა და საერთო ფინანსებზე გაამახვილეთ. ხელსაყრელი დროა პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად და ურთიერთობაში ნდობის გასაძლიერებლად.
  ტყუპები: დღის მთავარი თემა პარტნიორობაა. შესანიშნავი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის, მნიშვნელოვანი შეთანხმებებისა და გულწრფელი საუბრებისთვის.
  კირჩხიბი: იზრუნეთ საკუთარ სხეულზე, მოაწესრიგეთ საქმეები და სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახადეთ. მშვიდი და ორგანიზებული მუშაობა კარგ შედეგს მოგიტანთ.
  ლომი: მთვარის ცეცხლოვანი ენერგია შემოქმედების, სიყვარულისა და სიხარულის სფეროს გაააქტიურებს. გამოავლინეთ ნიჭი, დაუთმეთ დრო საყვარელ საქმეს ან ახლობლებისთვის პატარა დღესასწაული მოაწყვეთ.
  ქალწული: ყურადღების ცენტრში სახლი, ოჯახი და ტრადიციები აღმოჩნდება. კარგი დღეა სივრცის მოსაწყობად, ოჯახური შეხვედრებისა და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან თბილი ურთიერთობისთვის.
  სასწორი: ვენერა მსუბუქ და ჰარმონიულ ურთიერთობას გპირდებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები, წარმატებული მოკლე მგზავრობა და შთამაგონებელი შეხვედრები.
  მორიელი: წინა პლანზე ფინანსები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება წამოიწევს. ხელსაყრელი დღეა საჭირო ნივთების შესაძენად და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძებნად.
  მშვილდოსანი: მთვარე თქვენს ნიშანში ენერგიას, მომხიბვლელობასა და თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ. იდეალური დღეა ახალი საქმის დასაწყებად, იმიჯზე ზრუნვისა და იღბლის მოსაზიდად.
  თხის რქა: შეამცირეთ ყოველდღიური ხმაური და მეტი დრო სიმშვიდეში გაატარეთ. აღიდგინეთ ძალები, დაკავდით სულიერი პრაქტიკებით ან დაისვენეთ ბუნებაში.
  მერწყული: კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის, საერთო პროექტების განვითარებისა და სამომავლო გეგმების განხილვისთვის. თქვენი იდეები მხარდაჭერას დაიმსახურებს.
  თევზები: ყურადღების ცენტრში კარიერა, სტატუსი და პროფესიული მიზნები მოექცევა. ვენერა და მთვარე დაგეხმარებათ ავტორიტეტის მოპოვებასა და გაწეული შრომისთვის აღიარების მიღებაში“ - წერს თაკო მელიქიშვილი.