ასტროლოგებმა აგვისტოს ყველაზე იღბლიანი და უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები დაასახელეს

ასტროლოგია

ასტროლოგებმა იმ ზოდიაქოს ნიშნებზე ისაუბრეს, რომლებსაც, მათი შეფასებით, თვე განსაკუთრებულ წარმატებას ან, პირიქით, მეტ გამოწვევას მოუტანს.

ყველაზე იღბლიან ზოდიაქოს ნიშნებად ასტროლოგები ასახელებენ:

ლომი – აგვისტო ხელსაყრელი იქნება კარიერული წინსვლისთვის, ახალი შესაძლებლობებისა და პირად ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებებისთვის.

მორიელი – მოსალოდნელია წარმატება როგორც პროფესიულ, ისე ფინანსურ სფეროში. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

კურო – ასტროლოგების თქმით, თვე ფინანსური სტაბილურობისა და ახალი პერსპექტივების მომტანი იქნება.

თხის რქა – ხელსაყრელი დროა კარიერული განვითარების, ახალი პროექტებისა და მნიშვნელოვანი მიზნების განხორციელებისთვის.

შედარებით მეტი სიფრთხილე კი მართებთ:

მერწყული – ასტროლოგები ურჩევენ, თავი შეიკავოს იმპულსური გადაწყვეტილებებისგან და განსაკუთრებული ყურადღება ფინანსურ საკითხებს მიაქციოს.

თევზები – შესაძლოა ემოციურად დატვირთული პერიოდი ჰქონდეთ, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი სიფრთხილეა საჭირო.

ტყუპები – მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები როგორც სამსახურში, ისე პირად ურთიერთობებში, რის გამოც მოთმინება და წინდახედულობა იქნება საჭირო.

ქალწული – ასტროლოგების შეფასებით, აგვისტოში მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს როგორც ჯანმრთელობას, ისე პროფესიულ ვალდებულებებს.