ასტროლოგ ნინა ხომერიკის საგანგებო გაფრთხილება

ნინა ხომერიკი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი მაისის პირველ დღეებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გაფრთხილებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს პერიოდი ფსიქო-ემოციური გამოწვევებით იქნება დატვირთული.

მისი თქმით, 1 მაისს, საქართველოს დროით 21:24 საათზე, მორიელის ნიშანში სავსემთვარეობა დგება, რაც ემოციების პიკს განაპირობებს. ამ პერიოდში შესაძლოა გაძლიერდეს ეჭვიანობა, აგრესია, უნდობლობა ან, პირიქით, სრულმა უენერგიობამ იჩინოს თავი.

ნინა ხომერიკის განმარტებით, სავსემთვარეობა სიმბოლურად გვაჩვენებს იმ პროცესების შედეგებს, რომლებიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაწყებულ საქმეებს ან ექვსი თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მისი თქმით, მორიელის ენერგია უკავშირდება ძველი პრობლემებისგან გათავისუფლებას, თუმცა ეს პროცესი ხშირად კრიზისული და ემოციურად რთულია.

ასტროლოგი აფრთხილებს, რომ 1-2 მაისს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამ დღეებში არ არის რეკომენდებული კონფლიქტებში ჩართვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ფინანსური ვალდებულებების აღება ან ურთიერთობების გარკვევა. ასევე მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და სიფრთხილის გამოჩენა, მათ შორის — ტრანსპორტის მართვისას.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ხომერიკი ურჩევს საზოგადოებას, ეს დღეები სიმშვიდეში გაატარონ, მოერიდონ ხმაურიან გარემოს და მეტი დრო დაუთმონ დასვენებას. მისი თქმით, სასარგებლოა შინაგანი ემოციების გაანალიზება, გარემოს მოწესრიგება და იმ ადამიანებისა თუ სიტუაციებისგან დისტანცირება, რომლებიც ენერგიას ართმევენ.

ასტროლოგის პროგნოზით, დაძაბული პერიოდი 3 მაისისთვის შესუსტდება და ადამიანები შვებისა და სიმსუბუქის შეგრძნებას იგრძნობენ.