მისამართები, სადაც წყალი დილამდე არ იქნება - GWP აბონენტებს აფრთხილებს

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, მთაწმინდის რაიონში, კოჯრის რეზერვუარზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, 2 მაისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დაბა კოჯორს, სოფ.ბეთანიას, სოფ. კვესეთი, დაბა კიკეთს და სამადლოს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.