თელავში საკუთარ ავტომობილში 45 წლამდე მამაკაცი დაიწვა
1758388703
21 სექტემბერს განსაკუთრებული მოვლენა გველის - წლის მეორე და საბოლოო მზის დაბნელება. ასტროლოგები მას უკვე უნიკალურს უწოდებენ: ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება ბოლო ასი წლის განმავლობაში. მსგავსი კოსმოსური ფენომენის უგულებელყოფა შეუძლებელია, რადგან ის ცვლილებებისკენ გვიხსნის კარს, გვაიძულებს ჩავიხედოთ საკუთარ თავში და თვალი გადავავლოთ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.
21 სექტემბრის მზის ნაწილობრივ დაბნელებაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს:
„21 სექტემბერს მზის ნაწილობრივი დაბნელებაა! დღევანდელ პოსტში სწორედ ამ და შემოდგომის ბუნიობის ტენდენციებზე ვისაუბრებ:
მზის დაბნელება ახლოს ემთხვევა ხოლმე ახალმთვარეობას. ეს გახლავთ პროცესი, როდესაც მთვარე დღის მანათობელსა და დედამიწას შორისაა მოხვედრილი.
განსხვავებით მთვარისგან მზის დაბნელებას კიდევ უფრო დიდი ეფექტი აქვს და მისი გავლენა იგრძნობა მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში. (თუმცა, შეიძლება ზოგჯერ მეტ ხანსაც იმუშაოს)
მიმდინარე მზის დაბნელების მოვლენა შეგიძლიათ იხილოთ ისეთ ქვეყნებში, თუ იმყოფებით - სახელმწიფოებიდან: ფიჯი, ავსტრალია, ანტარქტიკა, კირიბათი, ახალი კალედონია, ახალი ზელანდია, ნორფოლკი, სამოა, სოლომონის კუნძულები, ტონგა.
თბილისში დაბნელება დაიწყება 21:29 საათზე, მაქსიმუმი იქნება 23:41 საათზე, ხოლო პროცესი დასრულდება უკვე 22-ში გამთენიისას 01:53 საათზე.
ზოდიაქობრივად, პიკი გვექნება ქალწულის დამამთავრებელ გრადუსზე - 29°05’.
ამ დროს დღის და ღამის მმართველები ერთსა და იმავე ნიშანში იმყოფებიან, დაბლა კი შევეხები ამ ნიშნის მახასიათებლებსაც:
ქალწული - სტიქია მიწა, მუტაბელური ფენის წარმომადგენელია, იმართება პლანეტა მერკურით. ქალწული რიგით მე-6 ასტროლოგიურ ნიშანს და სახლს განასახიერებს, რომელიც ხელმძღვანელობს ორ ძირითად საკითხს - მედიცინისა და რუტინული სამსახურეობრივი დარგების მიმართულებებს.
მოდით, შევხედოთ თუ რა ხდება ასპექტაციური თვალსაზრისით პიკის დროს: მზეს ექნება ძალიან კარგი ტრიგონი ურანისა და პლუტონის ენერგიებზე, რაც ნიშანია იმისა, რომ ეს დრო შესაძლოა დადებითად შეფასდეს ძირეული რეფორმებისთვის, კოლექტიურ გუნდურ მუშაობიშაც ბევრს გაგიმართლებთ, მსხვილი ინვესტიციებისა და გეგმების განხორციელებისთვისაც მისაღები პერიოდია.
აგრეთვე, ვიხილავთ მზე - სატურნის და მზე - ნეპტუნის მკვეთრ ოპოზიციასაც. აი, ეს ოპოზიციები კი საკმაოდ რთულია. არაა გამორიცხული, რომ ბევრ ქვეყანაში გლობალურად სახელმწიფო გადატრიალების ან საპროტესტო ტალღების მცდელობებმა იფეთქოს. მარტივად ნუ ედნობით ნურავის, მაღალია შეფარული საქმეების, სიცრუის, თაღლითობის და კანონდარღვევის ალბათობა.
თანაც, ნეპტუნი ვერძის ნიშანში მოძრაობს, ამიტომ საომარი მოქმედებების ამბებშიც საფრთხილოა ეს ზონა, განსაკუთრებით გაზაფხულამდე, რადგან დრო დიდი ხნით მიჰყვება დაბნელების ტენდენციებს. ფრთხილად იყავით ცეცხლსასროლ იარაღებთან, ხანძრებთან და ცხარე დაპირისპირებებთან. მოსალოდნელია საომარი ზონის გაფართოება.
ეცადეთ, რომ უახლოესი 3-4 დღის განმავლობაში მეტად დაისვენოთ, გაერთოთ, იხალისოთ, სთხოვოთ დახმარება ღმერთს, თქვენს მფარველ ანგელოზს. მისაღები პერიოდია ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, დაუმთავრებელი საკითხების მოგვარებისთვის, მიუღებელი - დრომოჭმული ნივთებისგან გათავისუფლებისთვის.
არ ვარგა - გადამეტებული სისწრაფე, დალევა, გამაბრუებელი საშუალებების მიღება, ქირურუგიული ჩარევები და ყველა ის საქმე, რაც დიდ ხიფთას და რისკებს მოიცავს.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მალევე 22-ში გვექნება შემოდგომის ბუნიობა, ,,დღეღამტოლობა“.
ადრე ხალხი ამ და წინა დღით ყველა ნეგატივს ემშვიდობებოდა, ღმერთს და დედა ბუნებას მადლობას უხდიდა უხვი მოსავლისა და ბედნიერი წლისთვის.
შემოდგომის ბუნიობა ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა!
ამიტომ, მაქსიმალურად ეცადეთ რომ მხოლოდ დადებითად დაიმუხტოთ!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.