„აძლიერებს პროგრამებსა და კარმულ თემებს“ - 31 მაისს, ცაზე იშვიათი ლურჯი მთვარე გამოჩნდება

ლურჯი მთვარე

ლურჯი მთვარე არის მეორე სავსემთვარეობა ერთსა და იმავე კალენდარულ თვეში და ეს იშვიათი მოვლენა მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება. სწორედ ამიტომ, უძველესი დროიდან, მას  მას განსაკუთრებულ
ენერგეტიკულ პერიოდად მიიჩნევდნენ.

„ლურჯი მთვარე ხშირად დაკავშირებულია დასრულებასთან, სიმართლის გამოვლენასთან და იმ შინაგან ცვლილებებთან, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. ამ პერიოდში ზედაპირზე ამოდის ის, რასაც ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ამჩნევდა ან გაუცნობიერებლად ატარებდა. თითქოს, სამყარო გაძლევს შესაძლებლობას, სხვა თვალით შეხედო საკუთარ ცხოვრებას, ურთიერთობებს, არჩევანებსა და იმ ემოციურ ტვირთს, რომელსაც უკვე აღარ უნდა ატარებდე.
ნუმეროლოგიასა და ენერგეტიკულ პრაქტიკებში მიიჩნევა, რომ ასეთი პერიოდები განსაკუთრებით აძლიერებს იმ პროგრამებსა და კარმულ თემებს, რომლებიც ადამიანის ენერგეტიკულ რუკაში უკვე აქტიურია. სწორედ ამიტომ, ლურჯი მთვარის პერიოდში ბევრი ადამიანი უფრო მძაფრად გრძნობს:
• ფინანსურ ბლოკებს
• ურთიერთობების განმეორებად სცენარებს
• ემოციურ გადაღლას
• შინაგან გაურკვევლობას
• ან პირიქით - ძლიერ სურვილს, საბოლოოდ შეცვალოს რაღაც საკუთარ ცხოვრებაში
  ეს არის ძლიერი ენერგეტიკული ფანჯარა გათავისუფლებისთვის, ახალი ეტაპის დასაწყებად, შინაგანი სიცხადის მოსაპოვებლად და იმაზე უარის სათქმელად, რაც შენს ენერგიას აღარ ემსახურება. 
სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში განსაკუთრებით საინტერესოა საკუთარი ბედის მატრიცისა და ენერგეტიკული კოდების გაანალიზება. რადგან ხშირად ლურჯი მთვარე ყველაზე ძლიერად ეხება იმ სფეროს, რომელიც უკვე აქტიურია ადამიანის მატრიცაში - ფულს, ურთიერთობებს, რეალიზაციას, ემოციურ მდგომარეობას ან კარმულ გაკვეთილებს".