3 ნივთი, რომლის სახლიდან სასწრაფოდ გატანას ვანგა ყველას ურჩევდა

vanga

ამ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია: ირგვლივ მყოფი ადამიანები, ბუნება და განსაკუთრებით, სახლი ჩვენი შინაგანი პრობლემებისა და ჩახშობილი ემოციების ანარეკლია. ისინი გვაძლევენ ნიშნებს, რომ დროა შეცვალოთ რაღაც ცხოვრებაში. ლეგენდარული ნათელმხილველი ვანგაც კი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ყოველდღიურ დეტალებს. ის ხშირად ეუბნებოდა სტუმრებს, რომ სახლში გატეხილი ესა თუ ის ნივთი შესაძლოა რამის მომასწავებელი ყოფილიყო.

გაფუჭებული ონკანი

ონკანიდან წყლის ჟონვა ენერგიის დაკარგვას ნიშნავს. როგორც წესი, მფლობელი განიცდის ქრონიკულ დაღლილობას და გაღიზიანებას, რამაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს . მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ, სად მიდის თქვენი სიცოცხლისუნარიანობა? კანალიზაციის ხშირი გაჭედვა კი იმის მომასწავებელია, რომ თქვენს გარშემო არაკეთილსინდისიერი და ბოროტი ადამიანები არიან, რომლებსაც უარყოფითი ენერგია მოაქვთ. დროა "გაწმინდოთ" არა მხოლოდ კანალიზაციის სისტემა, არამედ თქვენი აურა.


ხშირად გადამწვარი ნათურები

ნათურა ყველა ოჯახში შეიძლება გადაიწვას, ეს ნორმალურია, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა ეს დღეში რამდენჯერმე განმეორდეს, ეს არის სახლში დაგროვილი უარყოფითი ემოციების  სიგნალი. შესაძლოა, ოჯახში ბევრი გამოუთქმელი წყენა, ერთმანეთის მიმართ პრეტენზია და ბრაზია დაგროვილი. განიხილეთ და მოაგვარეთ პრობლემები ოჯახის წევრებთან რაც შეიძლება მალე.

გარდა ამისა, ნათურების ხშირი დაზიანება შეიძლება დაკავშირებული იყოს უცხო ადამიანებისგან წამოსულ ნეგატივთან: ვინმე გაბრაზებულია ან ძალიან ეჭვიანობს თქვენზე. დაფიქრდით, ვისთან დადგა თქვენი ურთიერთობის გარკვევის დრო და ვისთან ჯობია საერთოდ შეწყვიტოთ ურთიერთობა? 

კარის საკეტები

კარი სახლის გარე ფაქტორებისგან იცავს, ის დაცვის სიმბოლოა. თუ ის მოულოდნელად ცუდად იკეტება, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ცრუ მიზნისკენ მიისწრაფვის: როგორც ჩანს, სახლი მას არ უშვებს. მაგრამ კარზე გატეხილი საკეტი იმაზე მეტყველებს, რომ გარშემო არაკეთილსინდისიერი ადამინები არიან.