Wizz Air-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1772394815
დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ზოგჯერ უჩვეულო, მოწითალო შეფერილობას იღებს. 2026 წლის 3 მარტს "სისხლიანი მთვარე" გველოდება. ეს ამ წლის მთვარის ერთადერთი სრული დაბნელება იქნება.
"სისხლიანი" ანუ წითელი მთვარე ისეთი ოპტიკური მოვლენაა, რომელიც მთვარის სრული დაბნელებისას წარმოიქმნება. ამ დროს მთვარე დედამიწის ჩრდილში მოექცევა და პირვანდელ სიკაშკაშეს დაკარგავს, მისი ზედაპირი კი მოწითალო ტონალობას შეიძენს. ამ ფენომენს "სისხლიან მთვარეს" იმ სპეციფიკური, მუქი სპილენძისფერი ნათების გამო უწოდებენ, რომელიც სრული დაბნელების პიკზე შეინიშნება. ვიზუალური მახასიათებლების დაკვირვებისას, მთვარის დისკო თავდაპირველად თანდათანობით ბნელდება, ხოლო სრული დაბნელების ფაზაში შესვლისას გაჯერებულ მოწითალო ელფერს ატარებს.
2026 წლის 3 მარტის მთვარის სრული დაბნელება იმ ექვსთვიან ციკლს აგვირგვინებს, რომელსაც საფუძველი 2025 წლის სექტემბერში ჩაეყარა. შესაბამისად, ყველაფერი, რაც იმ პერიოდში დაიწყო - იქნება ეს ურთიერთობები, პროექტები თუ რეზონანსული გადაწყვეტილებები, ლოგიკურ ფინალამდე მივა.
ამ დროს ემოციური ფონი განსაკუთრებით გამძაფრდება, წარსული კი საკუთარ თავს შეგახსენებთ. ეს არის პერიოდი, როდესაც აშკარა ხდება: მიღწეული მიზნები,დაშვებული შეცდომები, გადაუჭრელი საკითხები, შეუსრულებელი დაპირებები…
აღსანიშნავია, რომ 3 მარტს მთვარის სრული დაბნელება ქალწულის ნიშანში ხდება.
ქალწულის ნიშანში მიმდინარე დაბნელება უმთავრესად პროფესიულ საქმიანობას, ჯანმრთელობას, პირად საზღვრებს, ყოველდღიურ რუტინასა და ემოციურ სტაბილურობას შეეხება.
რა უნდა გავითვალისწინოთ 3 მარტამდე:
ასტროლოგები სავსემთვარეობისა და დაბნელების ენერგიის გამოყენებას იმ ასპექტებისთვის წერტილის დასასმელად გვირჩევენ, რომლებიც დიდი ხანია, დასრულებას საჭიროებს:
Wizz Air-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1772394815