2025 წლის 9 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე რეტროგრადული მერკური გველოდება: რატომ არის ეს პერიოდი სახიფათო

ასტროლოგიური პროგნოზი

 2025 წლის ბოლო რეტროგრადული მერკური საკმაოდ რთული აღმოჩნდება. რეტროგრადული მოძრაობის დროს მერკური ერთდროულად ზოდიაქოს ორ ნიშანს - მშვილდოსანსა და მორიელს ეწვევა. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ისინი კრიზისულ პერიოდზე განსხვავებულ გავლენას მოახდენენ და სხვადასხვა ტიპის პრობლემას გამოკვეთენ.

რეტროგრადული მერკური მშვილდოსანში
კომუნიკაციების პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას მშვილდოსანში 2025 წლის 9 ნოემბერს დაიწყებს. ამ პერიოდში ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მოგზაურობასთან, ცხოვრებისეულ ფილოსოფიასთან, ტრანსპორტთან და თქვენ მიერ არჩეულ გზასთან, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. სრულიად შესაძლებელია, თქვენი შეხედულებები, სხვადასხვა საკითხის აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ეს არის დრო, როდესაც შეგიძლიათ, მოვლენებს, ურთიერთობებს რეალისტურად შეხედოთ და ნახოთ, სად უშვებთ შეცდომებს, რისი გაგრძელება აღარ ღირს და რას უნდა დაუთმოთ მეტი ყურადღება.

მერკურის რეტროგრადული მოძრაობა მშვილდოსანში შემოგთავაზებთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინოთ.

 რეტროგრადული მერკური მორიელში

 2025 წლის 19-დან 29 ნოემბრამდე მერკური მორიელში გადავა, რაც გამოწვევებისა და ცხოვრებისეული გაკვეთილების ახალ რაუნდს გვპირდება. ეს ასტროლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ კომბინაციად ითვლება.

შესაძლოა, არა მხოლოდ ძველ, ცუდ ჩვევებს დაუბრუნდეთ, რომელთაგან თავის დაღწევაც წარსულში გიჭირდათ, არამედ წარსულიდან უსიამოვნო ადამიანებიც გამოჩნდნენ და თავიანთ არსებობა შეგახსენონ. ამ პერიოდში ბევრი თქვენგანი გაღიზიანებული იქნება და არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, არამედ გარშემომყოფების მიმართაც ნეგატიურ ემოციებს გამოხატავთ.

სერიოზული კონფლიქტების რისკი, შურისძიების სურვილი, ერთი შეხედვით, გაუგებარი მოქმედებების შესაძლებლობა იზრდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს პერიოდი თქვენს მოთმინებასა და ნერვებს გამოცდის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც მიიღებთ და რეტროგრადული მერკურის შემდეგ, ბევრ რამეს განსხვავებული თვალით შეხედავთ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება 2025 წლის 9 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე?
რადგან რეტროგრადული პერიოდი ერთდროულად ზოდიაქოს ორ ნიშანში მოხდება, მის შედეგებზე ორჯერ მეტად მოგიწევთ ფიქრი. ვიდრე პლანეტა მერკური მშვილდოსნის ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება, საგზაო შემთხვევები მკვეთრად გახშირდება, მანქანები, სხვადასხვა ტექნიკა გაფუჭდება და ძველი მეგობრები აუცილებლად გაიხსენებენ ყველა იმ წყენას, რაც განიცადეს. ეს მოვლენები კი სერიოზულ კამათსა და ემოციურ არასტაბილურობას გამოიწვევს.

2025 წლის 19 ნოემბრიდან, როდესაც მერკური მორიელში შევა, სიტუაცია კიდევ მეტად დაიძაბება, რადგანაც ტყუილის, თაღლითობის, მანიპულაციის რისკები იზრდება. შესაძლოა, საკუთარი თავის მიმართ რწმენა დაკარგოთ და თქვენს ფობიებში ჩაიძიროთ.

 წარსულში დატოვებული ადამიანების გამოჩენაც ემოციურად რთული იქნება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ამ პერიოდში კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდეთ. მცირე კამათიც კი შესაძლოა, ძალიან დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში იმპულსური გადაწყვეტილებები განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდება. 

 რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
ვერძის, კირჩხიბისა და მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში საკუთარ შიშებს, ეჭვებსა და ემოციებს დაუპირისპირდნენ. ეს იდეალური დროა იმისათვის, რომ წარსულს საბოლოოდ დაემშვიდობოთ და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ. თუმცა, გახსოვდეთ, ნებისმიერი იმპულსური და გაუაზრებელი გადაწყვეტილება შეიძლება, იმაზე დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოიდგენთ. მაგალითად, შეიძლება, მშვილდოსნებს გაზრდილი ხარჯების გამო, ფინანსური პრობლემები შეექმნათ, კირჩხიბებს კი ურთიერთობებში კრიზისული პერიოდი შეხვდეთ. ვერძებს იმპულსური გადაწყვეტილებების რისკი ექნებათ.

მერწყულებსა და კუროებს პროფესიული თვალსაზრისით, გამოცდა ელით. შესაძლოა, გააცნობიეროთ, რომ ამჟამინდელი სამსახურით ძალიან დაღლილი ხართ და ცვლილებები გინდათ. ასევე, კოლეგებთან კომუნიკაციაც გართულდება. აუცილებელია, კონფლიქტები თავიდან აირიდოთ. თუ ამ პერიოდს მშვიდად გაივლით, პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ...ვრცლად