სირიის პრეზიდენტმა ამერიკელ სამხედროებთან კალათბურთი ითამაშა

სირიის პრეზიდენტი

შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სირიის პრეზიდენტმა ახმედ აშ-შარაამ ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურ ბრედ კუპერთან და ერაყში საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მეთაურ კევინ ლამბერტთან ერთად კალათბურთი ითამაშა.

ვიდეო სოციალურ ქსელში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასაად აშ-შიბანმა გამოაქვეყნა. სირიის ლიდერი შეერთებულ შტატებს მას შემდეგ ეწვია, რაც ის ექსტრემისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ან დაფინანსებაში ეჭვმიტანილების რეესტრიდან ამოიღეს. ხვალ ის თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება.