1762717258
გარე სივრცეებში პლედების გამოყენებას თუ მოვეშვებით, კარგი იქნებოდა - მაია ბუწაშვილი მუნის შესახებ საუბრობს
ექიმი მაია ბუწაშვილი მუნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
,,მუნზე შიშის გამო ადამიანები ზედმეტად შფოთავენ და ყველაფრის დასპირტვის ახალი ეპოქა დაიწყო.
მუნი ძნელად გადადის და ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება.
თუმცა გარე სივრცეებში (მაგალითად რესტორნებში) პლედების გამოყენებას თუ მოვეშვებით, კარგი იქნებოდა (და არა მხოლოდ მუნის გამო, სხვა, მაგალითად, სოკოვანი დაავადებებიც შეიძლება გადავიდეს).
ეს პრაქტიკა ყოველთვის თვალში მეჩხირებოდა. მართალია, მუნის გადაცემის რისკი ამ გზით მაღალი არ არის, მაგრამ არსებობს, რადგან კონტაქტი საკმაოდ ხანგრძლივია და თანაც ძნელი დასაჯერებელია, რომ პლედებს ყოველი მომხმარებლისთვის მაღალ ტემპერატურაზე რეცხავდნენ.
,,მუნზე შიშის გამო ადამიანები ზედმეტად შფოთავენ და ყველაფრის დასპირტვის ახალი ეპოქა დაიწყო.
მუნი ძნელად გადადის და ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება.
თუმცა გარე სივრცეებში (მაგალითად რესტორნებში) პლედების გამოყენებას თუ მოვეშვებით, კარგი იქნებოდა (და არა მხოლოდ მუნის გამო, სხვა, მაგალითად, სოკოვანი დაავადებებიც შეიძლება გადავიდეს).
ეს პრაქტიკა ყოველთვის თვალში მეჩხირებოდა. მართალია, მუნის გადაცემის რისკი ამ გზით მაღალი არ არის, მაგრამ არსებობს, რადგან კონტაქტი საკმაოდ ხანგრძლივია და თანაც ძნელი დასაჯერებელია, რომ პლედებს ყოველი მომხმარებლისთვის მაღალ ტემპერატურაზე რეცხავდნენ",- წერს მაია ბუწაშვილი.







