1744223238
13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ ცხოვრების ახალი გვერდი გადაშალოთ. თქვენი მომავალი თქვენს ხელშია და ეცადეთ, ისე განაგოთ, რომ მოგვიანებით არ ინანოთ. შესაფერისი დროა ურთიერთობების დალაგებისა და განმტკიცებისთვის.
კურო
როგორი მიმზიდველიც არ უნდა ჩანდეს, სახიფათო წინადადებებს ნუ დათანხმდებით და აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით. სასურველია, ახალი პროექტის დაწყება სხვა დღისთვის გადადოთ და ავტომობილის მართვის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ.
ტყუპები
ერიდეთ სტრესულ გარემოს და კარგად გამოიძინეთ. ეს მარტივი ხერხები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. მეგობრებთან შეხვედრას ნუ გააუქმებთ — თანამოაზრეებთან რამდენიმესაათიანი ურთიერთობა ენერგიას შემატებთ. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, რომლებსაც სამყაროსგან იღებთ — მათი დახმარებით თქვენი შანსები გაიზრდება.
კირჩხიბი
ამ დღეს სასურველია, ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ: კინოში წადით, ვახშამი მოამზადეთ ან საღამო სამაგიდო თამაშებში გაატარეთ. სერიოზულად ნუ მიუდგებით წინადადებას, რომელსაც ნაკლებად ნაცნობი გარემოცვიდან მიიღებთ. კარიერულ წინსვლას ან ფულადი პრემიის მიღებას ჯერჯერობით არ უნდა ელოდოთ.
ლომი
საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ურთიერთობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ — დღევანდელი დღე თქვენთვის შეიძლება ტრავმული აღმოჩნდეს. უმჯობესია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეებში საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მარტივად და მინიმალური დანახარჯით ჩაივლის.
ქალწული
ნუ მოგერიდებათ, რომ კოლეგებს პრობლემების გადაჭრის საკუთარი გეგმა შესთავაზოთ. უარი თქვით უსარგებლო სატელეფონო საუბრებზე, რომლებიც დროს გართმევთ და სანაცვლოდ არაფერს გაძლევთ. ამ დღეს მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, რომ ახლობლებთან ურთიერთობები არ გააფუჭოთ.
სასწორი
ამ დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ, რომელიც მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, რადიკალური ცვლილებები არ ჩანს. ვარსკვლავები გირჩევენ გადაწყვეტილების მიღება არ დააყოვნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევანი თქვენს გარეშე გაკეთდება.
მორიელი
პროფესიულ საქმეებში აშკარა უპირატესობას მოიპოვებთ და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ბედნიერი ცვლილებები მაშინ მოვა, როცა ამისთვის მზად იქნებით. სწორ გზაზე ხართ, ამიტომ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ — ნუ მისცემთ არაკეთილმოსურნე ადამიანებს თქვენი შეცდომაში შეყვანის საშუალებას.
მშვილდოსანი
ახლობელი ადამიანი თავის საიდუმლოს გაგანდობთ, მაგრამ ის საკუთარი მიზნებისთვის არასოდეს უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ საღამოს საკუთარ თავს სიმშვიდის რამდენიმე საათი აჩუქოთ და ნანატრი მარტოობით დატკბეთ. ხელსაყრელი პერიოდია საქმიანობის სფეროს შეცვლისთვის. უახლოეს მომავალში კარგი შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახალ სამუშაო ადგილზე გადახვიდეთ.
თხის რქა
ნუ შეწყვეტთ ოცნებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას თქვენი იდეების განხორციელებისთვის. მალე თქვენს გვერდით გაჩნდება ადამიანი, რომელსაც ყველა საიდუმლოს გაუზიარებთ. თუ დიდი ხანია ნათელი ემოციების მოლოდინში ხართ, ცოტა მოთმინებაც უნდა გამოიჩინოთ — ძალიან მალე თქვენი ოცნება ახდება.
მერწყული
სასურველია, რომ ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ და გვერდით მხოლოდ საიმედო ადამიანები დაიტოვოთ. წარსულში თუნდაც ფიქრებით დაბრუნება არ ღირს. იცხოვრეთ დღევანდელი დღით, რომ ცხოვრების მიერ თქვენთვის მომზადებული საჩუქრები არ გამოგეპაროთ.
თევზები
ეცადეთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში თავაზიანი და თავშეკავებული იყოთ — ზედმეტი ემოციურობით ადამიანებს დააფრთხობთ. მალე ხელმძღვანელობა თქვენს მიღწევებს შეამჩნევს და სასიამოვნო ფინანსურ დანამატს მიიღებთ. მიმდინარე საქმეებში რაც უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებთ, თქვენი შრომის შედეგს მით უფრო მალე და უკეთ დაინახავთ