კვლევა

1749725940

იშვიათი კიბოს შემთხვევების მკვეთრი ზრდა მილენიალებსა და გენერაცია X-ში ფიქსირდება - ახალი კვლევა

ახალ კვლევის თანახმად, იშვიათი კიბოს დიაგნოზები მნიშვნელოვნად გაიზარდა მილენიალებსა ( 1981-1996 წელს დაბადებულები) და გენერაცია X-ში (1965-1980 დაბადებულები). კვლევა აჩვენებს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფებში თირკმლის, ენდოკრინული სისტემის და აპენდიქსის კიბო ორჯერ ან სამჯერ მეტად ვრცელდება, ვიდრე უფროსი თაობის, მაგალითად ბუმერების (  1944-1960 წლებში დაბადებულები) შემთხვევაში.ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარემოს დაბინძურებასთან, ცხოვრების სტილის ცვლილებებთან და გენეტიკურ ფაქტორებთან. ისინი აღნიშნავენ, რომ ასეთი ტენდენცია აუცილებლობას უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვის პოლიტიკის შეცვლას და უფრო ინტენსიური სკრინინგის დანერგვას.

კვლევა

1748022789

რატომ გვაზარალებს დილის „კიდევ 5 წუთი?" - ახალი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, ძილის სესიების ნახევარზე მეტი ,,გადადების ღილაკით" მთავრდება, რასაც ადამიანები საშუალოდ 11 წუთს დამატებით უმატებენ, თუმცა ექსპერტების თქმით, ეს შეიძლება კარგი იდეა არ იყოს.მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ჩვევა არღვევს ძილის სტრუქტურას, განსაკუთრებით REM ფაზას, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს გონებრივ და ფიზიკურ მოხერხებულობას.მიუხედავად იმისა, რომ მოკლეხნიანი ,, გადადების ღილაკი" ზოგჯერ შეიძლება სასარგებლოც კი იყოს, მისი ხშირი გამოყენება ხელს უშლის ორგანიზმს ბუნებრივ გაღვიძებაში და ახანგრძლივებს დაღლილობას.ექსპერტები გვირჩევენ, მივყვეთ რეგულარულ ძილის რეჟიმს და შევამციროთ ეგრეთ წოდებული ,, გადადების ღილაკის" გამოყენება.

ხელთათმანები

1748020383

სისხლიანი ხელთათმანები აუქციონზე - აბრაამ ლინკოლნის ნივთები მილიონობით დოლარად გაიყიდა

ჩიკაგოში გამართულ აუქციონზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის პირადი ნივთები გაიყიდა, მათ შორის 1865 წლის მკვლელობის ღამეს გამოყენებული სისხლიანი ხელთათმანები, რომელიც 1.52 მილიონ დოლარად გაიყიდა და აუქციონის ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი გახდა.მთლიანობაში აუქციონზე 144 ნივთი იყო გამოტანილი, მათ შორის ხელსახოცი და ბროშურა, რომელიც მკვლელობის შეთქმულების დეტალებს ეხებოდა.

კვლევა

1747051140

ცაცია ადამიანებს შესაძლოა ტვინის გარკვეული დაავადებების უფრო მაღალი რისკი ჰქონდეთ - კვლევა

Fox News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი მარცხენა ხელის ნევროლოგიურ დაავადებებთან.ჟურნალ „ფსიქოლოგიურ ბიულეტენში“ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მემარცხენეობა და შერეული ხელის გამოყენება უფრო ხშირად გვხვდება იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ შიზოფრენიის, აუტიზმისა და ინტელექტუალური შეზღუდვის დიაგნოზები.მკვლევრები ვარაუდობენ ,რომ ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ტვინის განსხვავებული განვითარების პროცესი, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს ტვინის ნახევარსფეროები  ცაცია ადამიანებში.

სარეცხი მანქანა

1747051080

თქვენი სარეცხი მანქანა შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს - კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, თქვენი სარეცხი მანქანა შესაძლოა ბაქტერიების გამრავლების ადგილი გახდეს, რაც ჯანმრთელობისთვის რისკს ქმნის.შიდა ნაწილებში დარჩენილი ნარჩენები და დაბალი ტემპერატურა ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გავრცელებას. ზოგიერთი სარეცხი მანქანა არ აღწევს საკმარის ტემპერატურას, რათა ეფექტურად გაანადგუროს ბაქტერიები, განსაკუთრებით ცივი ან ეკომეგობრული რეჟიმის დროს.ექსპერტების რეკომენდაციით სარეცხი მანქანა რეგულარულად უნდა იწმინდებოდეს და სარეცხი მაღალ ტემპერატურაზე უნდა ირეცხებოდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები, რომლებიც უკეთესად იცავენ ბაქტერიების გავრცელებას.

მონეტები

1747040100

რუმინეთში კაცმა სეირნობისას უძველესი რომაული მონეტები აღმოაჩინა

Fox News-ის ინფორმაციით, რუმინეთში ბუნებაში სეირნობისას მამაკაცმა შემთხვევით აღმოაჩინა უძვირფასესი მონეტის განძი, რომელიც შესაძლოა ისტორიულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.მონეტები რომელთა ზუსტი პერიოდი და რაოდენობა ჯერ არ არის დადგენილი, სავარაუდოდ, წარმოადგენენ ძველი რომაული პერიოდის არტეფაქტებს.მამაკაცმა მონეტები ადგილობრივ მერიას  გადასცა და იმედოვნებს, რომ მონეტები მუზეუმში გამოიფინება, რათა თავის შვილთან ერთად შეძლოს ამ ისტორიული მონეტების გაზიარება.მომავალში ექსპერტები გეგმავენ მონეტების დათვალიერებას და მათი ისტორიული მნიშვნელობის განსაზღვრას.

აღმოჩენა

1746520535

არქეოლოგებმა 5 000 წლის წინათ დამარხული ქალის ნეშტი აღმოაჩინეს

Fox News-ის ინფორმაციით, პერუში, კარალის უძველეს ქალაქთან ახლოს, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 5,000 წლის ქალის  ნეშტი, რომელიც ერთ დროს ნაგავსაყრელად გამოყენებულ ადგილას იყო დამარხული.ქალის ნეშტს შემორჩენილი ჰქონდა კანი, თმა და ფრჩხილები, რაც განსაკუთრებით იშვიათია ასეთი ძველი ნამარხებისთვის. იგი გახვეული იყო ფერად ქსოვილში და მორთული იყო მაკავეს ბუმბულებით.სპეციალისტების შეფასებით, ქალი 20-დან 35 წლამდე ასაკის იყო. საფლავში ასევე აღმოჩნდა სხვადასხვა ცერემონიალური ნივთები: ტუკანის ნისკარტი, ქვის თასი და ჩალის კალათა.აღმოჩენა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა იმის შესახებ, რომ კარალის ცივილიზაციაში ქალებს მაღალი სოციალური სტატუსი ეკავათ. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს კონკრეტული ქალი შესაძლოა საზოგადოებრივ ან რელიგიურ ელიტაში შედიოდა.

კვლევა

1746462772

დიდხანს ჯდომა, შესაძლოა, კისრის ძლიერი ტკივილის მიზეზი იყოს - კვლევა

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ დიდხანს უძრავად ყოფნამ, კისრის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს, ამის გარდა, შეიძლება, ფილტვებისა და გულის პრობლემებიც შექმნას.BMC Public Health-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, უმოძრაო ცხოვრების მხოლოდ ექვსი საათიც კი კისრის ტკივილის რისკის ზრდასთანაა დაკავშირებული.კვლევაში მონაწილეობა მიიღო 43,000-ზე მეტმა ადამიანმა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კისრის ტკივილის რისკი განსაკუთრებით მაღალია ქალებში და იმ ადამიანებში, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ეკრანთან.მკვლევრები მოუწოდებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივებისკენ, რომელიც ხელს შეუწყობს უძრავი ცხოვრების წესის შემცირებას და ფიზიკური აქტივობის გაზრდას.

ცეკვა

1746450161

ცეკვა კიბოს მკურნალობის გვერდითი ეფექტების შესამსუბუქებლად - უახლესი კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, ცეკვა შესაძლოა ქიმიოთერაპიისგან გამოჯანმრთელების შესანიშნავი საშუალება იყოს. კვლევამ აჩვენა, რომ ცეკვა ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია კიბოს მკურნალობის შემდეგ.კვლევაში მონაწილე პაციენტებმა, რომლებიც რეგულარულად ცეკვავდნენ, აღნიშნეს ენერგიის დონის ზრდა, სტრესის შემცირება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა არ არის უებარი საშუალება, ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ მას, როგორც დამატებით თერაპიას კიბოს მკურნალობის გვერდითი ეფექტების შესამსუბუქებლად.მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა კონსულტაცია გაიარონ თავიანთ ექიმებთან, რათა განსაზღვრონ, რომელი ტიპის ცეკვა და აქტივობა იქნება მათთვის უსაფრთხო და ეფექტური.

ხელოვნური ინტ

1745920831

ChatGPT-მ ქალის სიცოცხლე გადაარჩინა - ექიმებისგან განსხვავებით, მან ქალს სწორი კვლევა ურჩია

Fox News-ის ცნობით ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრებმა 40 წლის ლორენ ბენონმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საკუთარ თავს სიმსივნე აღმოუჩინა, რომელიც ექიმებს გამორჩათ.ქალს სხვადასხვა სიმპტომი თითების გაშეშება, ტკივილები და წონის კლება აწუხებდა,თუმცა დიაგნოზები მცდარი აღმოჩნდა. სასოწარკვეთილმა ChatGPT-ის დახმარებით დაიწყო კვლევა და ხელოვნურმა ინტელექტმა მას ურჩია ჰაშიმოტოს დაავადების შემოწმება.შემდგომმა ტესტებმა ფარისებრ ჯირკვალში სიმსივნე  გამოავლინა, რის შემდეგაც ლორენმა ოპერაცია გაიკეთა და ამბობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნა.

აღმოჩენა

1745588820

მყვინთავებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გემის ნამსხვრევებში ძველი ფორდი აღმოაჩინეს

მყვინთავებმა ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში, ბრიტანეთის სანაპიროს მახლობლად, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გემის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რომელშიც ძველი ავტომობილი იქნა აღმოჩენილი.აღმოჩენილი ავტომობილი 1940-იანი წლების ფორდის მოდელია. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი ისტორიული მიგნებაა, რომელიც ომის დროინდელ ლოგისტიკასა და ტრანსპორტზე ახალ ინფორმაციას გვაწვდის.

კვლევა

1745579160

სისხლის ანალიზით მელანომის დაბრუნების წინასწარ გამოვლენა შესაძლებელი გახდა - კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა შეიმუშავეს სისხლის ანალიზი, რომელიც კანის მელანომის ( კანის კიბოს ნაკლებად გავრცელებული ფორმა) მქონე პაციენტებში დაავადების დაბრუნების პროგნოზირებაში დაგვეხმარება. ეს ტესტი ეძებს სპეციფიკურ, გენეტიკურ მუტაციებს, რომლებიც მელანომასთან ასოცირდება.ტესტის საშუალებით შესაძლებელია დაავადების დაბრუნების აღმოჩენა სიმპტომების გამოჩენამდე, რაც ექიმებს საშუალებას მისცემს დროულად დაიწყონ მკურნალობა.მიუხედავად იმისა, რომ ეს ტესტი ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა და საჭიროებს დამატებით კვლევებს, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ის ფართოდ გამოყენებული იქნება კლინიკურ პრაქტიკაში.