ვიდეოები

1714111122

VIDEO: „გოგოა, თუ ბიჭი” – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ბედნიერ მომენტებს გვიზიარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან.წყვილმა მეგობრები და ახლობლები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ გოგოა თუ ბიჭი.კადრები ბედნიერებით არის სავსე და დადებით განწყობას გვიქმნის.ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ანნა სულაბერიძე ჰყავს.            View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ნოე და ჯანეტი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ხვლიკი

მსოფლიო 1714117626

ტაილანდში მამაკაცები პოტენციის ასამაღლებლად ცოცხალ ხვლიკებს ჭამენ

ტაილანდში მამაკაცებმა სექსუალური აქტივობის გასაუმჯობესებლად ცოცხალი ხვლიკების ჭამა დაიწყეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ცოცხალ ხვლიკებს ძირითადად საშუალო ასაკის ტაილანდელები მოიხმარენ. ამრიგად, ყველაზე მეტად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა 59 წლის მამაკაცი, სახელად სომაი. მან ცოცხალი გეკონი შეჭამა და ამის ასახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კაცმა თქვა, რომ ხვლიკების რეგულარულ მოხმარებას შეუძლია გააუმჯობესოს ჯანმრთელობა, გაზარდოს პოტენცია, გაზარდოს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა და სექსი უფრო მაგარი გახადოს.როგორც სომაიმ თქვა, მან ბავშვობაში დაიწყო ხვლიკების ჭამა, მაგალითი ბებიასგან და პაპისგან აიღო.ნათესავებმა მამაკაცს უთხრეს, რომ ქვეწარმავლები ხელს შეუწყობენ მის სექსუალურ აქტივობას. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ხვლიკების ჭამის შემდეგ, მისი სექსუალური აქტიურობა რეალურად იზრდება. სომაიმ აღნიშნა, რომ ცხოველები უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი ძირითადად მცირე მწერებით იკვებებიან. თუმცა, მან რეკომენდაცია გაუწია ისინი შეჭმამდე წყლით გარეცხონ.მამაკაცის განცხადება უარყო ტაილანდის ჯანდაცვის დეპარტამენტმა.დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილის, ატაპოლ კევსამრიტის თქმით, არ არსებობს სამეცნიერო კვლევა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ გეკონს ან მსგავს ქვეწარმავლებს შეუძლიათ გააძლიერონ სექსუალური აქტივობა ან გააუმჯობესონ ჯანმრთელობა. გარდა ამისა, ხვლიკების ჭამამ ​​შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიული ინფექცია. ქვეწარმავლები იკვებებიან ცოცხალი მწერებით და პატარა ცხოველებით, რომლებიც ასევე შეიძლება საზიანო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გამოიწვიოს დიარეა, კუჭ-ნაწლავის ინფექციები ან მუცლის ძლიერი ტკივილი.

ზურა ყიფშიძის ოჯახი

faceამბები 1714116616

„სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც და ამიტომ, თავი შეიკავეთ..." - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი ნატალია ყიფშიძის და ზურა ყიფშიძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

ბოლო დღეების განმავლობაში ყიფშიძეების ოჯახი განსაკუთრებულად აქტუალურია. ნატალია ყიფშიძე ახალგაზრდების მიერ მოწყობილ აქციაზე აქტიურად ჩნდება და საჯაროდ აფიქსირებს პოზიციას "გამჭირვალობის კანონის" წინააღმდეგ.ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მამის მხარე არ ეთანხმება, თუმცა ცდილობს ამ თემაზე მათთან არ ისაუბროს და კონფლიქტს მოერიდოს.ფაქტს მათი კოლეგა, ცნობილი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ასევე საჯარო პოსტით გამოეხმაურა: "მისთვის ოჯახის წევრებთან მსგავსი, მარტივად რომ ვთქვა უთანხმოება, დარწმუნებული ვარ, პირველად მოხდა. სიგიჟემდე უყვარს მამაც და ბაბუაც, ამიტომ ყველამ, ვინც ოდნავ მაინც სცემთ ამ მებრძოლ და ულამაზეს გოგოს პატივს, მინიმუმ ამის გამო შეიკავეთ თავი. არ მგონია, მისთვის საყვარელი ადამიანების ლანძღვით, მას აძლიერებდეთ, თან მისივე გვერდზე.როგორი მართლებიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად ატკენთ მას გულს. არ შეიძლება ყველა მხრიდან წნეხში იყოს. ნატალია, ძალიან მიყვარხარ, მეამაყები და შენი თაობა აუცილებლად იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, რომლისთვისაც იბრძვის",- წერს ნანკა კალატოზიშვილი.

Euractiv - ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია

პოლიტიკა 1714116497

Euractiv - ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია

ჯაშუშობისა და საგარეო ჩარევის სკანდალები, ევროკავშირის არჩევნებამდე, საჯარო დებატებს იწვევს, - ამის შესახებ Euractiv წერს."ევროპარლამენტის ივნისის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებებმა "დატბორა" ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია. "კატარგეიტმა", "რაშაგეიტმა", და ახლა უკვე "ჩაინაგეიტმა", შეძრეს ევროპარლამენტის ბოლო პლენარული სესია და ევროპარლამენტარებს შორის მცირე პანიკაც დათესეს", - წერს Euractiv.ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ეთიკის ორგანოს შექმნას. როგორც ევროპარლამენტარები განმარტავენ, დოკუმენტის მიზანი არჩეული ან დანიშნული პირების მხრიდან სამართალდარღვევების აღკვეთაა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714115801

ევროპარლამენტში რამდენიმე დეპუტატს ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს, რეზოლუცია არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი - პაპუაშვილი

ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდნენ თავისთან ოთახებში, წაახალისეს მისი შემოპარვა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.მისი თქმით, ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან  საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან.პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი.„რაც შეეხება ამ რეზოლუციას, მგონი, ჩვენი მოსახლეობა შეჩვეულია, რომ ევროპარლამენტში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიმინალის გვერდში დგება და ბრიფინგებს ატარებს, მიხეილ სააკაშვილს იღებდა თავისთან ოთახებში, წაახალისა მისი შემოპარვა საქართველოში. ფაქტობრივად, გასწირეს ქართველი ხალხი დაპირისპირებისთვის ზუსტად ამ ევროპარლამენტარებმა, რომლებსაც ვხედავთ ტელეეკრანებზე. ეს ის პარლამენტარები არიან, რომლებიც შემდეგ ამერიკაში ლობისტების რეესტრში აღმოჩნდნენ, რომ ამერიკელი ლობისტები ამზადებენ რეზოლუციის ტექსტებს მათთვის. ჩანს პირდაპირ, რომ აქ ევროპარლამენტის გარკვეული დეპუტატების მხრიდან საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერებასთან. რაც შეეხება რეზოლუციას, ეს არის პოლიტიკური განაცხადი და სხვა არაფერი. ჩვენ ასეთი ჩანაწერები ადრეც გვქონდა, როგორც დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არაფერი ამ მხრივ აქ სიახლე არ არის. არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც აქვს პირადი დამოკიდებულება და პირადი ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ და ბოლო რამდენიმე კვირა, რაც დარჩენილი აქვთ ევროპარლამენტში, ცდილობენ გამოიყენონ, რათა თავს დაესხან ქართველ ხალხს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, სამწუხარო არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გამოყენებულია იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის, ამ შემთხვევაში დეპუტატის მხრიდან.„ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროკავშირს, ევროკავშირის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალში, ვინაიდან როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული ინსტიტუცია თავს ესხმის ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ნეგატივს ჩვენს მოსახლეობაში და აზიანებს თავად ევროკავშირის სახელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან - სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება

რეგიონი 1714115661

ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან - სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან - სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება.მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.„ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით - ვაკეთებთ ი. შემოქმედელის ქუჩიდან - სოფ. მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 500 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 853 534 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა მერმა.