ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

უფლის ხატი

საზოგადოება 1715190124

როგორ მოვექცეთ ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილ, ან დაზიანებულ ხატებს - მოძღვრის რჩევა

როგორ მოვექცეთ ჟურნალ-გაზეთებიდან ამოჭრილ, ან დაზიანებულ ხატებს - ამის შესახებ მამა შიო მუჯირი საუბრობს.მისი თქმით, მსგავს გამომცემლობებში დატანილი ფოტოები ბევრ ადამიანს ეხმარება, მათ შორის, საპატიმროში მყოფებს. ვრცლად ↓

რაიონ

საზოგადოება 1715189089

კასპში, უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა, მეორეს - ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ. შემთხვევა სოფელ კავთისხევის სიახლოვეს მოხდა.როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამი ახალგაზრდა „ნისანის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილით მდინარე კავთურას კალაპოტში იყო შესული, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ მანქანა გაიტაცა.ავტომობილში მყოფთაგან ერთმა გამოსვლა შეძლო, ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს, მესამეს კი სამსახურის მაშველები, ამ დრომდე ეძებენ.

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1715189009

რატი იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: პროფესია და დარგი არ დარჩა, რომლის მიმართ სიძულვილი არ გამოავლინეს - ადამიანს, როგორც ფასეულობას კი არ უყურებენ, არამედ როგორც საზარბაზნე ხორცს

 ფაქტობრივად პროფესია და დარგი არ დარჩა, რომლის მიმართ სიძულვილი არ გამოავლინეს. ფეხბურთელები, სპორტსმენები, ჟურნალისტები, სამართალდამცველები, საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები, ისტორია, დროშა, ეროვნული ფასეულობები - ყველა და ყველაფერი სძულთ, - წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, როგორც ირკვევა, რადიკალურ ოპოზიციას ყველა და ყველაფერი სძულს და ადამიანებს ისინი როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე უყურებენ. დეპუტატის თქმით, "ნაცმოძრაობა" საზოგადოებამ უნდა შეაფასოს როგორც პოლიტიკურად, ასევე, მორალურად და სამართლებრივად. "ფაქტობრივად პროფესია და დარგი არ დარჩა, რომლის მიმართ სიძულვილი არ გამოავლინეს. ფეხბურთელები, სპორტსმენები, ჟურნალისტები, სამართალდამცველები, საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები, ისტორია, დროშა, ეროვნული ფასეულობები - ყველა და ყველაფერი სძულთ. მეზობელიც კი, ვინც შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე აღმოჩნდეს, დღეს გავიგეთ, რომ თუ მოძალადე არ არის, ისიც სძულთ. ამ ლუზერებს ნებისმიერი წარმატებული ადამიანი და ისიც, ვინც შეიძლება ხვალ გახდეს წარმატებული, ერთნაირად სძულთ. აქციაზე ვინც მიდის, თუ ძალადობაზე ვერ დაითანხმეს, ის სძულთ ყველაზე მეტად. ფაქტია, რომ ადამიანს, როგორც ფასეულობას კი არ უყურებენ, არამედ როგორც საზარბაზნე ხორცს. თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია, ეს ორი უსამშობლო ქართველთმოძულე, ქართველ ხალხს როგორც შეურაცხყოფდნენ, ჩვენმა საზოგადოებამ რომ არ გასცა სათანადო პასუხი, იმიტომ ბედავენ ამდენს. მაგრამ რაც ეპატიათ გუშინ, ხვალ მაგის პატიება არ შეიძლება - აუცილებლად უნდა მოხდეს ნაცმოძრაობის, როგორც პოლიტიკური, ასევე, მორალური და სამართლებრივი შეფასება მთლიანად საზოგადოების მხრიდან! და ამ შეფასებას მალე ვიხილავთ!" - წერს რატი იონათამიშვილი.

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1715188440

გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს - პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

ვერძითვალი ადევნეთ მიმდინარე მოვლენებსა და ახლობელ ადამიანთა რეაქციებს, იზრუნეთ მათზე და გაითვალისწინეთ, რომ ოჯახური მყუდროება და ბედნიერება ახლა თქვენთვის ყველაზე მთავარია.კუროშეაფასეთ პერსპექტივები და იმოქმედეთ გარემოებების მიხედვით, ახლა მეტად მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები.ტყუპებირამდენიმე საქმეს, დიდი ალბათობით, დამოუკიდებლადაც გაართმევთ თავს, აი, სხვები კი თქვენზე იქნებიან დამოკიდებული. თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, იფიქრეთ მასში სიახლეების შეტანასა და გაფართოებაზე.კირჩხიბიმეტად მოგებული დარჩებით, თუ კონკურენტებთან ბრძოლის ნაცვლად მათ გამოცდილებას გამოიყენებთ, უარს ნუ იტყვით სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებზე, რადგან, დიდი ალბათობით, საქმეები თქვენს საკეთილდღეოდ განვითარდება.ლომითქვენი ფიზიკური და ინტელექტუალური ძალები სასურველია, ყველა მიმართულებით გადაანაწილოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი მფარველი მნათობი - მზე არ მოგაკლებთ თავის ძალას.ქალწულიგაითვალისწინეთ, რომ ახლა ძველი მეთოდებით მოქმედება თქვენთვის გაცილებით წარმატების მომტანია, ვიდრე ახალი და არა გამოცდილი ხერხებით სვლა. შეეცადეთ, ახალ პირობებთან სწრაფად ადაპტირდეთ.სასწორიყველაფერი ჩვეული რიტმით მიმდინარეობს, არც მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნუ მოადუნებთ ყურადღებას და აქცენტები დასვით პრიორიტეტებზე.მორიელიკარგი პერიოდია იმისთვის, რომ გაერკვეთ საკუთარ თავში, არ დაკარგოთ დრო და გონივრულად იმოქმედეთ ძველ ურთიერთობებთან დაკავშირებით.მშვილდოსანიახლა კარგი დროა, ძველი შეცდომების გამოსასწორებლად, მაგრამ ახალი საქმიანობისგან ჯერ თავი შეიკავეთ. მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები საქმიანობის სფეროში.თხის რქაეცადეთ, მეტად აკონტროლოთ სიტუაციები, თვალყური ადევნეთ მოვლენების განვითარებას, რათა ადეკვატურად გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომელსაც სამყარო გიგზავნით.მერწყულიმიუხედავად უქმე დღისა, სიახლეებითაა დღე დახუნძლული, შესაძლოა, თქვენი თავიც და მთლიანად სამყაროც ახლებურად დაინახოთ. გონივრულად გადაანაწილეთ დრო.თევზებითქვენ იმაზე დიდი პოტენციალი გაქვთ, ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ, არის გარკვეული სირთულეები, ამიტომ, მარტო ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს, იჩქარეთ, სანამ დრო თქვენს სასიკეთოდ მუშაობს. 

პროდუქტები

რჩევები 1715186775

10 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლია ღამითაც მიირთვა

არსებობს გახდომის საკმაოდ პოპულარული მეთოდი, რომელსაც იყენებენ ისინი, ვისაც არ უნდა რთული დიეტების დაცვა: საღამოს ექვსი ან შვიდი საათის შემდეგ ჭამისგან თავის შეკავება, ვის როგორ აწყობს ან უხერხდება. მთავარია - ძილის ძინ არ დანაყრდე.ახლა კი წარმოგიდგენთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც შეგიძლია მიირთვა არამარტო ექვსი, არამედ ათი საათის შემდეგაც... მოკლედ, როცა მოგინდება. ეს პროდუქტები საკმაოდ სასარგებლო და დაბალკალორიულია, ასე რომ, ნებისმიერი ტიპის დიეტის დროს მათი ზემოქმედება იქნება დადებითი.სოკოსოკო არც ისე კალორიული პროდუქტია, თუ მას მოხარშავთ და არ შეწვავთ დიდი რაოდენობით ცხიმთან ერთად, ის ფაქტობრივად დიეტური პროდუქტია სწორი მომზადების პირობებში. არც მძიმე არ არის კუჭისთვის, უბრალოდ სუფრაზე მათი მიტანა მიღებულია შემწვარი ფორმით, ან სხვა უამრავი ინგრედიენტების დამატებით, რომლებიც უკვე მთლიანობაში ნამდვილად იწვევენ კუჭში სიმძიმის შეგრძნებას. ბოსტნეულის ხიზილალასახლში დამზადებული ბოსტნეულის ხიზილალაში არ არის არაფერი საზიანო და მავნებელი. აირჩიე ვარიანტი შენი გემოვნების მიხედვით - სოკოს, ყაბაყის, ბადრიჯნის. ნებისმიერი ფორმით მომზადებული ბოსტნეულის ხიზილალა არის გემრიელი და სასარგებლო.ჟოლოყველასათვის საყვარელი კენკროვანის ჭამა შეგიძლია 18:00 საათის შემდეგაც. რაც შეეხება კალორიებს - ძალიან ცოტას შეიცავს, სამაგიეროდ სავსეა სასარგებლო თვისებებით. ჟოლოში ვიტამინებისა და მინერალების დიდი რაოდენობაა, რომლებიც აუმჯობესებენ კანის მდგომარეობას და აწესრგიებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.ტრესკათეთრი თევზი, რომელიც მიეკუთვნება დიეტურ პროდუქტთა რიცხვს. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს თევზი შეიცავს ვიტამინებს და ფასეულ ელემენტებს, რომლებსაც მხოლოდ სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის, აძლიერებენ იმუნიტეტს და აწესრიგებენ შინაგანი ორგანოების მუშაობის პროცესს.სიმინდისიმინდი — ეს არამარტო სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელი პროდუქტია. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ არა კონსერვირებულ, არამედ მოხარშულ სიმინდს. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი და ხელს უშლის ცხიმგროვების გაჩენას. ამიტომ, თუ დღის მანძილზე რაიმე აკრძალული ან მძიმე მიირთვით, საღამოს შეგიძლიათ არჩევანი მოხარშულ სიმინდზე შეაჩეროთ.ნექტარიარ ღირს უარის თქმა ნექტარზე, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდებული არ არის ხილის საკვებად გამოყენება  დღის მეორე ნახევარში. ნექტარში უჯრედისის დიდი რაოდენობაა, რომელიც პირიქით, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას.გარგარი100 გრამი გარგარი შეიცავს სულ რაღაც 42 კალორიას. ამიტომ, შოკოლადს, ორცხობილასა და გარგარს შორის არჩევანისას უმჯობესია ბოლო ვარიანტზე შეჩერდე.თალგამითალგამს ადამიანები რატომღაც ხშირად აიგნორებენ, არადა ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ასუფთავებს ორგანიზმს და რაციონში უნდა შედიოდეს. თალგამი აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ენერგიით ავსებს. გარდა ამისა, ის დიეტური პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება.გოგრანარინჯისფერი და გემრიელი პროდუქტი ნამდვილად არ ავნებს შენს სხეულს. გოგრისგან შეგიძლია მოამზადო ძალიან ბევრი სასარგებლო დაგემრიელი კერძი - ეს შეიძლება იყოს კრემ-სუპი, პიურე, სალათი და ა.შ.კომბოსტოკომბოსტოს აბსოლუტურად ყველა სახეობა მდიდარია В ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც თავის მხრივ მონაწილეობას იღებენ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან პროცესში. გარდა ამისა, კომბოსტო დიეტური პროდუქტების რიცხვში შედის. შესაბამისად, ის იდეალურია ვახშამისთვის.კივიკივი - შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისაც გახდომა სურს. კივი ორგანიზმს ეხმარება ცხიმების დაშლასა და დაწვაში, ათავისუფლებს სიმძიმის შეგრძნებისგან კუჭის არეში და ხელს უწყობს ორგანიზმში წყლისა და მარილის ბალანსს.