ხელოვნური პლაჟი ბათუმში (ფოტოები)

11:34 01-09-2020
332

ახალ ბულვართან პლაჟის ხელოვნურად მოწყობისთვის ხრეშის დაყრა დასრულდა. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 30 ათასი კუბ/მეტრი ხრეში, აქ ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებით გადმოიტანეს. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ შესასრულებელი დარჩა ხრეშის ადგილზე მოსწორება-გადანაწილების სამუშაოები.width=768

ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში ხრეშის მილებით გადაქაჩვა იყო დაგეგმილი, თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა. სპეციალურად ჩამოტანილი მოწყობილობებისა და მილების საკითხი კი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის.width=768

ბათუმის ახალ ბულვარში სასეირნო ბილიკის, 2 კილომეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხელოვნური პლაჟის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 55 მილიონამდე ლარი იხარჯება.width=768

პროექტი 2020 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება. შესაძლო დეფექტების აღმოსაფხვრელად კი, ხელშეკრულებით, 2 წელია გათვალისწინებული.

 

წყარო: ბათუმელები