ნივთები, რომლებიც ოჯახის წევრებსაც არ უნდა ათხოვოთ

ნივთი

იმისათვის, რომ თავი დაიცვათ დაავადებებისგან, უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენის გარკვეული წესები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ათხოვოთ და არ უნდა ითხოვოთ შემდეგი ნივთები ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან.

ნივთები, რომლებიც ოჯახის წევრებსაც არ უნდა ათხოვოთ

1. ფეხსაცმელი.

ფეხსაცმელი, რომელსაც შიშველი ფეხზე ატარებენ, განსაკუთრებით საშიშია და შეიძლება იყოს სოკოვანი დაავადებების წყარო, რაც გამოიწვევს უამრავ პრობლემას. ამიტომ ის არც ითხოვოთ და არც თქვენ ათხოვოთ ახლობლებს.

2. ტანის ღრუბელი.

არ დაგავიწყდეთ, რომ ტანის ღრუბელი უმეტესად სველი რჩება და როგორც მოგეხსენებათ, ნოტიო გარემო ყველაზე ხელსაყრელია ბაქტერიებისა და სოკოვანი მიკროორგანიზმების ზრდისთვის.

3. პინცეტი.

პინცეტი, რომელიც გამოიყენება წარბების ფორმის გასასწორებლად, ასევე შეიძლება გახდეს სხვადასხვა ინფექციების მატარებელი.

ამიტომ, პინცეტის გაზიარება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დეზინფექციას გაუკეთებენ გამოყენებამდე და მის შემდეგ.

4. პირსახოცი.

ნოტიო პირსახოცი ასევე წყაროა მიკროორგანიზმებისთვის. გარდა ამისა, როდესაც მას ჩვენ მოვიხმართ, ჩვენი ბაცილები და ბაქტერიებიც რჩება მასზე. ამიტომ, არასოდეს გამოიყენოთ სხვისი და საკუთარიც რეგულარულად გარეცხეთ.

5.დეოდორანტი.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუზიაროთ სხვებს რულონური დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები. ეს არის პირადი ჰიგიენის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც პირდაპირ კონტაქტში შედის ჩვენს კანთან. შესაბამისად, დეოდორანტი ატარებს ბაქტერიებს.