„ირანი დაღუპულებს კი არ გლოვობს, პირიქით, აშშ-ს სილა გავაწანითო, ამბობს“, - ნიკა ჩიტაძე

13:37 01-08-2020
19

ირანში ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილთა შორის 147 ირანელი, 32 კი სხვა ეროვნების მოქალაქეა, შემთხვევის ადგილზე 40-ზე მეტი სამაშველო ბრიგადა მუშაობს და ცხედრების გამოყვანის ოპერაცია უკვე დასრულებულია.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე უკრაინის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, მაინც საეჭვოდ მიიჩნევს ფაქტს, რომ თვითმფრინავი სწორედ ახლა, ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის დროს მოხდა:

„ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ავიაკატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია, თუმცა, ამას გამოძიება დაადგენს. თვითმფრინავის ჩამოვარდნა, დიდი ალბათობით, არ იყო ტერორისტული აქტი. არ არის გამორიცხული, რომ დამთხვევას ჰქონდეს ადგილი. რადგან თვითმფრინავის ბორტზე დიდი ნაწილი ირანის მოქალაქე იყო. საინტერესო ისაა, რომ უკრაინული კომპანიის ავიალაინერი იყო, უკრაინა კი აშშ-ს პარტნიორად განიხილება, ამიტომ, ეს ვერსიაც შეიძლება იქნას განხილული. კითხვები არსებობს, ეს მაინც და მაინც დღეს რატომ მოხდა, ირანში დაძაბულობის ფონზე. თანაც, დაღუპულებს კი არ გლოვობენ, პირიქით, აიეთოლა გამოდის და ამბობს, აშშ-ს სილა გავაწანითო“, - აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას თეირანის მახლობლად უკრაინული სამგზავრო ბოინგი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟს წევრები დაიღუპნენ. 

ავტორი: თამთა დადეშელი