ამერიკულ თვითმფრინავებს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ

09:47 01-08-2020
179

ამერიკულ ავიაკომპანიებს ირანის, ერაყის, აგრეთვე სპარსეთის ყურისა და ომანის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია აქვეყნებს.

გადაწყვეტილების მოტივად, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება სახელდება.

სარაკეტო დარტყმის სამიზნე, ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილეს მახლობლად მდებარე ბაზა ,,აინ ალ-ასადი’’ გახდა. ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. 

ცნობისთვის, ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.