რა ქონებას ფლობს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, რომელიც გაათავისუფლეს

20:31 01-07-2020
677

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი ეკატერინე გალდავა თანამდებობიდან გათავისუფლდა და მის ნაცვლად გრიგოლ მანდარია დაინიშნა.

ეკატერინე გალდავას დირექტორის თანამდებობის პოსტზე 2018 წელს დაინიშნა.

მისმა შემოსავალმა ამ პოსტზე, 2018 წლის 25 მაისიდან 31 დეკემბრის პერიოდში 38 749,1 ლარი, ხოლო 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 25 მაისამდე პერიოდში სამინისტროს ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე - 18 409,91 ლარი შეადგინა.

2019 წლის 28 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გალდავა ფლობს 2017 წელს შეძენილ 70 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 2 000 და 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთებს დუშეთის რაიონში და იმავე მისამართზე მდებარე 60 კვ. მეტრის აგარაკს, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ასევე მის საკუთრებაშია 880 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში და 65 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომლებიც 2013 და 2000 წელს აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 7 891,3 ლარი; ასევე 9 750 ლარის საკრედიტო, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 57 159,01 ლარი ჰქონდა. ამასთან, გალდავას დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა სესხი, რომლის დასაფარადაც მისმა გასავალმა 30 000 ლარი შეადგინა.