ვიდეოები

1714988990

„5 წლიანი განშორების შემდეგ მამა გიორგის პირველი შეხვედრა დედასთან, აღდგომა ღამეს“- სოციალურ ქსელში ემოციური კადრები ვრცელდება

ფოტოგრაფი dantesiphotography სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ხვდება მოძღვარი მონატრებულ დედას.„5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამესმამა გიორგის შეხვედრა დედასთან“, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.ვიდეოს სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება და კომენტარი აქვს.„როგორი ბავშვული ღიმილი აქვს სახეზე მამაოს“,„მთელმა ბავშვობამ გაურბინა ალბათ თვალწინ“, – წერენ სოციალურ ქსელში.  @dantesiphotography777 5 წლიანი განშორების შემდეგ დედა-შვილის პირველი შეხვედრა ტაძარში, აღდგომა ღამეს ❤️❤️❤️ მამა გიორგის შეხვედრა დედასთან ❤️❤️❤️ #დანტესი #dantesiphotography #dantesi #ფორიუ #fyp #foryou ♬ original sound - DANTESI photography 📸

მამა გიორგი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ოკუპაცია

საზოგადოება 1715195400

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე  უკანონოდ დააკავეს.„ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“ - აცხადებენ სუს-ში.

ფული

ჰოროსკოპი 1715194468

ზოდიაქოს 8 ნიშანი, რომელსაც უახლოეს დღეებში ფინანსური კეთილდღეობა ელის

ზოდიაქოს 8 ნიშანი, რომელსაც მიმდინარე კვირაში ფინანსური კეთილდღეობა ელის:ვერძი არანაირი ფინანსური დისკომფორტი არ არის პროგნოზირებული. ფულის ზედმეტ ხარჯვას მაინც მოერიდეთ. ტყუპებიფულს სხვადასხვა რამეზე დახარჯავთ. შესაძლოა, პარტნიორისთვის რაიმე მდიდრული საჩუქარი შეიძინოთ. ლომიარ იქნება ფინანსური სირთულეები. ყველა ხარჯს წარმატებით გაართმევთ თავს. შესაძლოა ძვირად ღირებული ნივთიც შეიძინოთ.მორიელივალების გასტუმრებას შეძლებთ.  ფულს ჩადებდით ბიზნესში. ამ კვირაში უცნობ ადამიანებსაც დაეხმარებით.მშვილდოსანიამ კვირაში საკმარისად შეძლებთ თქვენი ყველა ხარჯის გასტუმრებას.  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სახლისთვის ძვირად ღირებული ნივთების შეძენას შეძლებთ.თხის რქაამ კვირაში ფულადი პრობლემები არ გელოდებათ. საკუთარი თავისთვის ძვირად ღირებული საჩუქრის გაკეთებასაც კი შეძლებთ.მრეწყულისიამოვნებით დახარჯავთ ფულს გართობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობაზე. შეიძლება მეუღლეს კარგი საჩუქარი გაუკეთოთ საბოლოო ჯამში, კარგი კვირაა.თევზებიფულის მხრივ ამ კვირაში არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ, მშობლებს შეგიძლიათ რაიმე ძვირფასი აჩუქოთ.

ნოდარ ტურძელაძე

პოლიტიკა 1715193010

ნოდარ ტურძელაძე რადიკალურ ოპოზიციას: როგორც არ უნდა ცდილობდეთ ხალხის შეცდომაში შეყვანას, არაფერი გამოგივათ - ჩვენი საზოგადოება იმაზე ბევრად ჭკვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ, არ აგარევინებთ!

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე, For.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს აფასებს, სადაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები სხვადასხვა ადამიანებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ და აქციების ძალადობრივ განვითარებაზე საუბრობენ. დეპუტატის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი გამოუვა, ვინაიდან ქართული საზოგადოება იმაზე გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე მათ ჰგონიათ."როგორც არ უნდა ცდილობდეთ ხალხის შეცდომაში შეყვანას, არაფერი გამოგივათ - ჩვენი საზოგადოება იმაზე ბევრად ჭკვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ! არ აგარევინებთ!" - წერს ნოდარ ტურძელაძე სოციალურ ქსელში.      

სალსი

ტაბლოიდი 1715192942

„მე ბინძურად არ ვთამაშობ...“ - სალსი მიმართვას ავრცელებს

სალომე ბარათაშვილი „პრაიმ ჰაუსში“ მიმდინარე დაძაბული ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მე ვარ რეალით შოუში, მე არ ვარ პერსონაჟი, მე ვარ პიროვნება.მე ბინძურად არ ვთამაშობ, ეს თუ თამაშია/პროექტია/შოუა კი ბატონო. ლაიქ-დისლაიქის ცერემონიალზე გეთამაშებით მხოლოდ. არავის გაშავებაზე არ ვიქნები ორიენტირებული საკუთარი თავის წარმოსაჩენად. კი, ყველას ვერ მოვეწონები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ყველას მოვწონდე “კარგ” პერსონაჟს ვერ შევქმნი და ხალხს არ მოვატყუებ. მე მინდა მოგწონდეთ ის, რაც ვარ(თუ მოგეწონებით). თქვენც ხომ ბრაზდებით, გწყინთ, ხან ტონს უწევთ, იცინით და რავი სხვა მრავალი. ეგრე ვარ მეც. არა დაპროგრამებული, უბრალოდ ადამიანი, რომელიც მადლიერია თითიეული თქვენგანის ამხელა სითბოსთვის და მხარდაჭერისთვის.მე თქვენ მიყვარხართ!“,  - წერს სალომე ბარათაშვილი. 

გოგი მეშველიანი

პოლიტიკა 1715192923

გოგი მეშველიანი: “გამჭვირვალობის კანონის” ინიციირებით გამოწვეულმა მღელვარებამ, ნაადრევი ფალსტარტი მისცა შემოდგომით დაგეგმილ მოვლენებს, რაც საკმარისია სცენარის ავტორებისა და შემსრულებლების სრული ლუსტრაციისა და მათი ქმედებების ალაგმვისათვის!

ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში, - წერს ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, "გამჭვირვალობის კანონპროექტის" ინიციირებით, შემოდგომაზე დაგეგმილი მოვლენები ნაადრევად განვითარდა, რაც სცენარის ავტორების და შემსრულებლების ლუსტრაციისა და მათი ქმედებების აღკვეთისთვის საკმარისი დროა.მეშველიანის თქმით, ქართული სახელმწიფო დღეს საკმარისად ძლიერია და მორიგ რევოლუციას არ დაუშვებს. "ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში. “გამჭვირვალობის კანონმა” და მისი ინიციირებით გამოწვეულმა მღელვარებამ, 6 თვით ნაადრევი ფალსტარტი მისცა შემოდგომით დაგეგმილ მოვლენებს, რაც აბსოლუტურად საკმარისია სცენარის ავტორებისა და შემსრულებლების სრული ლუსტრაციისა და მათი მოსალოდნელი ქმედებების ალაგმვისათვის! ქართული სახელმწიფო დღეს საკმარისად ძლიერია, რათა არ დაუშვას მორიგი რევოლუცია! საქართველო უპირველეს ყოვლისა!" - წერს გოგი მეშველიანი.