„მამულიჩა“ რამდენიმეთვიან გეგმას ამხელს

13:25 12-02-2019
128

კახა მამულაშვილი ლელას ფანებს და გულშემატკივრებს მომღერლის რამდენიმეთვიან გეგმას აცნობს. წურწუმიას ქმარი და პროდიუსერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

კახა მამულაშვილი: - ზამთარი დადგა და მოკლედ ჩვენი გეგმების შესახებ - 2020, ანუ ლელა&ნონსტოპი. 30 დეკემბერი - ლაგოდეხში ღია ცის ქვეშ ჩავამთავრებთ 2019 წელს.

ახალი წლის ღამეს სად იმღერებს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით გაურკვეველია. 1 იანვარს Wyndham Grand Tbilisi, თბილისი, 2 იანვარს - ძალიან კარგ ლოკაცია mono hall, 13 იანვარი Doors... ეს ყველაფერი დადასტურებულია.

2020 წლისთვის ვემზადებით. განსაკუთრებულად მიდის მზადება ქალაქური და აზიური სიმღერების ჩასაწერად. მარტში დაგეგმილია კონცერტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-ორკისა და ფილადელფიის საკონცერტო დარბაზებში. 23 მაისს ვეწვევით ისრაელს, აგრეთვე ბელორუსიასა და უკრაინას.

საქართველოს რეგიონები ისევ პრიორიტეტული იქნება, აგვისტოში ვეწვევით რაჭას „ფუძეობის“ ფარგლებში. მოკლედ, დიდი გეგმებით ვართ. დეტალურად ჩვენი გეგმები აიტვირთება მალე, ლელას და ჯგუფ „ნონსტოპის“ ოფიციალურ ფეიჯზე. ბევრ სიახლეებს გპირდებით 2020 წელს.

P.S. წლის ბოლომდე ლელას იუთუბ-არხზე აიტვირთება ჩვენი და „ჰოლი მოლის“ თანამშრომლობის შედეგად შექმნილი სამივე ელექტრონული ვერსია.

ავტორი: თამარ გონგაძე