პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტები სასამართლოსკენ მიემართებიან

21:02 11-19-2019
52

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტები საქალაქო სასამართლოსკენ მიემართებიან. სადაც ამ წუთებში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა.

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. პროცესი 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე არ დაწყებულა.

შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

ჯერჯერობით არცერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა.