ძალიან მაგრად მიდის ყველაფერი - როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ აქციას

01:13 11-18-2019
751

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ აქციას აფასებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ძალიან მაგრად მიდის ყველაფერი​, ივანას დღეები დათვლილია!“, - წერს სააკაშვილი.

დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალინსის“ აქცია იმართებოდა. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტთან აქციაში 5500 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

დღის ბოლოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის წევრებმა პარლამენტის შესასვლელებთან ქვიშით სავსე ტომრები მიიტანეს და ბარიკადები გააკეთეს.

ფოტოკოლაჟი დღევანდელი აქციიდან შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.