„პატრიოტთა ალიანსის“ აქციას მხარდამჭერები თელავიდან უერთდებიან

14:58 11-17-2019
13

„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისში დაგეგმილ აქციაზე გასამგზავრებლად კახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან მხარდამჭერები თელავში ჩავიდნენ. 

ალიანსის 200- მდე წევრი და მხარდამჭერი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბა და 10 მიკროავტობუსით თბილისისკენ უკვე გაემგზავრა.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსი სხვა ოპოზიციური ძალების მიერ დღეს დაანონსებულ აქციას არ უერთდება და რესპუბლიკის მოედანზე, ფართომასშტაბიან მანისფესტაციას, პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, 17 საათზე გეგმავს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი