„ენას კბილი დააჭირე“ - ნოტრ-დამის ხუროთმოძღვარს ტაძრის ძველი იერსახით აღდგენის საშუალებას არ აძლევენ

09:49 11-16-2019
158

საფრანგეთის ხელისუფლებამ და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტორმა საჯაროდ გამოიტანეს ის უთანხმოება, რომელიც ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით მათ შორის არსებობს. 

კამათის მონაწილეები შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მეთაური ჟან-ლუი ჟორჟელინია, რომელიც დანიშნულია ნოტრ-დამის აღდგენის პროცესის ხელმძღვანელად და ტაძრის მთავარი არქიტექტორი ფილიპ ვილნევი. ამის შესახებ Agence France-Presse-ი წერს. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც ყოფილი გენერალი დანიშნა მასშტაბური რეკონსტრუქციის ხელმძღვანელად, განაცხადა რომ ნოტრ-დამის „გათანამედროვეობის“ მომხრეა. აპრილში პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპიმა საერთაშორისო კონკურსიც კი გამოაცხადა, თუ ვინ მოიფიქრებს ტაძრის ბოძის განსხვავებულ ვერსიას. 

თუმცა ვილნევი, რომელიც ტაძრის არქიტექტორად 2013 წლიდან მუშაობს, ამბობს რომ ნოტრ-დამი უნდა აღადგინონ იმ იერსახით, რომლითაც ის ხანძრამდე არსებობდა. ბოძის აღდგენასთან დაკავშირებით კამათში ვილნევს უთქვამს: „ან მე ვაკეთებ ისეთს, როგორიც იყო, ან ისინი აკეთებენ თანამედროვეს. მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ“. 

უთანხმოება სააშკარაოზე საფრანგეთის ეროვნულ კრებაზე კულტურის კომიტეტზე გამოჩნდა. „რაც შეეხება მთავარ არქიტექტორს, მე უკვე ვთქვი, რომ ენას კბილი დააჭიროს“, - განაცხადა გენერალმა ჟორჟელინმა კომიტეტის სხდომაზე. 

მოგვიანებით, გენერლის ნაცვლად ბოდიში საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ფრანკ რისტერმა მოიხადა

ამჟამად ნოტრ-დამი გარშემორტყმულია ხარაჩოებით.  მის აღდგენაზე საერთო ჯამში თითქმის მილიარდი ევროა გამოყოფილი, თუმცა შენობა, რომელი ზაფხულში დაიწვა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა, კერძოდ კი ექსპერტებს ზამთრის მოახლოების ეშინიათ, რადგან თუ პარიზში ძლიერი თოვლი მოვა, ნოტრ-დამის კედლებმა შეიძლება ვერ გაუძლოს სიმძიმეს.