რატომ მივიდნენ „ოცნების“ ოფისში გახარია, წულუკიანი, ცქიტიშვილი და მაჭავარიანი

19:25 11-15-2019
535

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე არ იმყოფება პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა „ოცნების“ ოფისში არიან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერები - თეა წულუკიანი და მაია ცქიტიშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.