რომელ კინოთეატრებში ისვენებენ პოლიციელები (ფოტოები)

20:45 11-08-2019
409

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის პრემიერა კინოთეატრებში  დიდი ხმაურის და დაპირისპირების პარალელურად მიმდინარეობს.

კინოთეატრ „ამირანთან“, აქტივისტები სამართალდამცველებს და მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

ნახეთ ფოტოები, რომელიც კარგად ასახავს კონტრასტს კინოთეატრის გარეთ და შენობაში არსებულ ვითარებას. 

ფოტოები გადაღებულია:  კავეა სითი მოლი საბურთალოზე

.

კინოთეატრებთან ვითარება დღეს საღამოს, 16:00 საათიდან დაიძაბა.

აქციაზე დაშავდა აქტივისტი ანა სუბელიანი. პოლიციამ ის სასწრაფო-სამედიცინო

დახმარების მანქანამდე მიიყვანა.

კინოთეატრ „ამირანთან“ სამართალდამცველებთან ერთად სპეცრაზმია მობილიზებული.

პოლიცია იქ შეკრებილებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებს. სამართალდამცველების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კანონის გათვალისწინებით იმოქმედებენ. 

აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე ისროლეს პიროტექნიკაც.

„თბილისი გალერეაში“ განთავსებულ კინოთეატრში, გურამ ფალავანდიშვილი მივიდა.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს.

ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში დღეს იმართება.