ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ქართული ოცნება

პოლიტიკა 1714151982

ქალს, რომელმაც სტამბოლში ტერორისტული თავდასხმა განახორციელა, 3009-წლიანი პატიმრობა 1794-წლიანით შეეცვალა

ქალს, სახელად აჰლამ ალ-ბაშირს, რომელმაც 2022 წლის ნოემბერში სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა, მიესაჯა შვიდი სამუდამო პატიმრობა, ანუ 1794 წლით თავისუფლების აღკვეთა. TRT-ის ცნობით, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დანაშაულთა მთლიანობიდან გამომდინარე მიიღო.ტერორისტი დამნაშავედ იქნა ცნობილი მუხლებით - „სახელმწიფოს ერთიანობისა და მთლიანობის შელახვა“ და „განზრახ მკვლელობა“ - საუბარია ექვსი ადამიანის სიკვდილზე. გარდა ამისა, აჰლიამ ალ-ბაშირი დაჯარიმდა 22 ათასი ლირით.შეგახსენებთ, რომ ტერაქტის საქმეზე, გარდა იმ ქალისა, რომელმაც ბომბი გამზირზე დატოვა, კიდევ 35 ბრალდებულია, რომელთაგან ოთხი გაათავისუფლეს. თავდაპირველად სირიელ ქალს 3009 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ახალ სხდომაზე მან ხაზი გაუსვა, რომ მზად არის ნებისმიერი სასჯელისთვის.

ქალი

მსოფლიო 1714151376

ქალი ყოფილ საყვარელს 12 სხვადასხვა ნომრიდან დღეში 100-ჯერ ურეკავდა

დიდ ბრიტანეთში გაიმართა სასამართლო პროცესი ქალის წინააღმდეგ, რომელიც ყოფილ საყვარელს ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ასობით ზარითა და შეტყობინებებით ატერორებდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.მანჩესტერში მცხოვრებმა ესპანელმა ემილიო აგუერომ საჩივარი შეიტანა 29 წლის ქალის, ჰოუპ შიკის წინააღმდეგ, რომელთანაც მას ადრე რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.მამაკაცმა აღიარა, რომ შიკი აღარ უყვარდა, ამიტომ გადაწყვიტა მასთან დაშორება. ამის შემდეგ ქალმა სოციალურ ქსელებში შეტყობინებებით და სატელფონო ზარებით მისი ტერორიზება დაიწყო.ერთ დღეს ბრიტანელმა ქალბატონმა ყოფილ ბოიფრენდს 12 სხვადასხვა ნომრიდან 100-ჯერ დაურეკა და ურთიერთობის განახლება მოსთხოვა. დევნა ორი თვე გაგრძელდა. შედეგად აგუერომ შეწყვიტა პასუხის გაცემა, შიკიმ კი მას ასეთი შეტყობინება გაუგზავნა: „მე მაქვს დანა. ვაპირებ თავის მოკვლას. ჩვენ უნდა შევხვდეთ".აგუერო პოლიციას დაუკავშირდა და თქვა, რომ ის მუდმივ შიშში ცხოვრობს ყოფილი საყვარლის გამოხტომების გამო. კერძოდ, სახლიდან გასვლის ეშინია. თუ სადმე მაინც აუცილებლად გასასვლელია, უკანა კარს ხმარობს, რომ ქუჩაში შიკის არ გადაეყაროს.სასამართლოზე ქალმა დანაშაული სრულად აღიარა. მას მიესაჯა ერთწლიანი პირობითი თავისუფლების აღკვეთა და სავალდებულო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გარდა ამისა, შიკის აგუეროსთან ყოველგვარი კონტაქტი აეკრძალა ერთი წლით.

ბოჟაძე

პოლიტიკა 1714151051

ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა:„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართველდაო ამბობენ“. ქრისტიანობისთვის გავწყდით, გავიჟლიტეთ, თავი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ამ ერთმა მუჭა ერმა სული მივეცით ხორცისთვის და ქრისტიანობა შევინახეთ“. სამი სიტყვა გაქვთ ილია ჭავჭავაძის წაკითხული მხოლოდ და მესამე სიტყვა „სარწმუნოება“ თაბაგარს შეაცვლევინეთ „ერთობით“ და დგახართ აქ და ერთობისთვის ბრძოლაზე ლაპარაკობთ“.საკრებულოს წევრმა 29 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, 29 აპრილს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველა ნახავს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის ქართველი ხალხი.„მთელ საქართველოს, ყველა ეროვნებისა თუ სარწმუნოების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, 29 აპრილს მოხვიდეთ, რათა დავიცვათ ჩვენი მამული, რომელიც საერთო გვაქვს, ქართული სახელმწიფო ენა და  ყოველი თქვენგანის მშობლიური ენა და სარწმუნოება, რომელიც ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს მხოლოდ ქრისტიანული ჰგონიათ და სხვა სარწმუნოებას პატივს არ სცემენ. ფსევდოლიბერალური საფრთხე ყველა სარწმუნოებას ემუქრება, სწორედ ამიტომ ერთად დავდგეთ მთელი საქართველო მამულის, ენის, სარწმუნოების დასაცავად. საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.დღესვე ვლადიმერ ბოჟაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერთა გამოსვლებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი ამომრჩევლებს „მოსყიდულებს, მშიშრებსა და გაყიდულებს“ უწოდებენ.მისი თქმით, ოპოზიცია სწორედ მაშინ მიიღებს ხალხის ხმას, როდესაც 5 კილო კარტოფილზე მეტი ფასი ექნებათ.„ისევე როგორც წინა რეზოლუციების, გუშინდელი რეზოლუციის შედეგიც იქნება ნული: სააკაშვილი იჯდება ციხეში, საქართველოს ვერავინ დაასანქცირებს, მივიღებთ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მართვის მოწმობა

საზოგადოება 1714149602

ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია

ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.ამასთან, შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.

კაცი

მსოფლიო 1714148880

ქალების მიმართ შიშის გამო, ეს კაცი 56 წელია სამყაროსგან იზოლირებულია

მოხუცი კაცი რუანდიდან ქალების მიმართ შიშის გამო, იძულებული გახდა 56 წლით იზოლირებულ იყოს სამყაროსგან. 71 წლის კალიტქსე ნზამვიტი ჩაიკეტა საკუთარ სახლში, როდესაც ის 16 წლის იყო. ის იძულებული გახდა დისტანცირება მოეხდინა ქალებისგან, რომლებიც, მისი თქმით, მასში „საშინელ შიშს" ბადებდნენ . მოგვიანებით, დამატებითი დაცვის მიზნით, მამაკაცმა თავის ნაკვეთს ოთხნახევარი მეტრის სიმაღლის ღობე შემოავლო.მისი განცხადებით, ბარიერი იმიტომ აღმართა, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები არ მიუახლოვდნენ მას.მამაკაცის ერთ-ერთმა მეზობელმა დაადასტურა, რომ ის ბავშვობიდანვე თითქმის არასდროს ტოვებდა საკუთარ სახლს. ამავე დროს, მამაკაცი გადარჩა მხოლოდ თანასოფლელების წყალობით, რომლებიც მასზე ზრუნავენ.„უცნაურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას ქალების ეშინია, ჩვენ ვართ ისინი, ვისაც მისთვის მოაქვს საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია მასთან მიახლოება და საუბარი. უბრალოდ შესასვლელში ვტოვებთ ყველაფერს, მერე მოდის და საჭმელსა და ნივთებს თავად იღებს“, - ამბობდა ერთ-ერთმა მეზობლის ქალმა.მეზობლები ამბობენ, რომ თუ ნზამვიტი სახლთან ახლოს ხედავს ქალს, ის სახლში შერბის და იქ იკეტება.ამ დაავადებას, რომელიც ამ მამაკაცს აწუხებს გინოფობია ან გინეკოფობია ეწოდება - ეს არის ქალების მიმართ აკვიატებული შიში, სპეციფიკური სოციალური ფობიის ტიპი. ლათინური ტერმინი horror feminae წარსულში ასევე გამოიყენებოდა სხვადასხვა უცხოურ ლიტერატურაში.ამ ფობიით დაავადებულებმა შეიძლება განიცადონ შფოთვა მარტო ქალებზე ფიქრითაც კი.ექიმების დაკვირვებით გინოფობიათი დაავადებულებს ასევე აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხშირი პანიკური შეტევები, ტკივილი გულმკერდის არეში, ჭარბი ოფლიანობა და პრობლემები საჭმლის მომნელებელ ორგანოებში.