ქალს, რომელმაც სტამბოლში ტერორისტული თავდასხმა განახორციელა, 3009-წლიანი პატიმრობა 1794-წლიანით შეეცვალა

ტერორისტი

ქალს, სახელად აჰლამ ალ-ბაშირს, რომელმაც 2022 წლის ნოემბერში სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელა, მიესაჯა შვიდი სამუდამო პატიმრობა, ანუ 1794 წლით თავისუფლების აღკვეთა. TRT-ის ცნობით, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დანაშაულთა მთლიანობიდან გამომდინარე მიიღო.

ტერორისტი დამნაშავედ იქნა ცნობილი მუხლებით - „სახელმწიფოს ერთიანობისა და მთლიანობის შელახვა“ და „განზრახ მკვლელობა“ - საუბარია ექვსი ადამიანის სიკვდილზე. გარდა ამისა, აჰლიამ ალ-ბაშირი დაჯარიმდა 22 ათასი ლირით.

შეგახსენებთ, რომ ტერაქტის საქმეზე, გარდა იმ ქალისა, რომელმაც ბომბი გამზირზე დატოვა, კიდევ 35 ბრალდებულია, რომელთაგან ოთხი გაათავისუფლეს. თავდაპირველად სირიელ ქალს 3009 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სხდომაზე მან თქვა, რომ მზად არის ნებისმიერი სასჯელისთვის.