სკოლაში, სადაც ხანძარი იყო, მოსწავლეები და პედაგოგები მივიდნენ

00:18 11-06-2019
6

წყნეთის გზატკეცილზე საერთაშორისო სასწავლო დაწესებულების „ახალი სკოლის“ ერთ-ერთ შენობაში ხანძარი იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, სკოლის საქვაბეში აფეთქება მოხდა, რამაც სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია.

„პრაიმტაიმის“ ჟურნალისტსს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მუშაობს, უდასტურებენ, რომ სკოლის ტერიტორიაზე ამ დროს უცხოელი მოსწავლეები იმყოფებიან, რომლებიც იქვე ცხოვრობენ.

„ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, ვესაუბრე სკოლის ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოელ მოსწავლეებს, რომლებიც ამბობენ, რომ აფეთქების ხმა იყო“ - ამბობს სკოლის მოსწავლე, რომელიც შემთხვევის შემდეგ ადგილზე მივიდა.

„პრაიმტაიმის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, სკოლაში შედიან, მშობლები და პედაგოგები, რომლებიც მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ „ნივთები დარჩათ, რომლის წასაღებადაც ადგილზე მივიდნენ“.

სკოლის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ორი სახანძრო მანქანა, სავარაუდოდ, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

რამდენიმე წუთის წინ კი, შენობაში გაზის კომპანიის „თბილისი ენერჯის“ მანქანა მივიდა.  

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყნეთის გზატკეცილზე აფეთქების ძლიერი ხმა იყო.

„პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი დაადსატურა ინფორმაცია, რომ ხანძარი სკოლის საქვაბეში გაჩნდა.