„ბავშვი ტიროდა, მამაჩემი ცუდად გახდა, სასწრაფოს გამოუძახეს“ - თიკა ჯამბურია მის დაკავებაზე

00:31 11-05-2019

გადაცემა „ფარული კონვერტი“-ს სტუმარი ამჯერად მომღერალი თიკა ჯამბურია იყო. მან პირად ცხოვრებასთან ერთად ის ინციდენტი გაიხსენა, როდესაც ხელბორკილები დაადეს და რომელსაც თავის დროზე „პრაიმტაიმი“ შემთხვევით შეესწრო და ვიდეო გაავრცელა. თუმცა, მომღერალმა ეს „გამვლელი ბიჭის“ გადაღებულ ვიდეოდ მოიხსენია.

„ეს ინციდენტი მოხდა ჩემი სახლის სადარბაზოსთან. კიდევ კარგი ეს ფაქტი შემთხვევითმა გამვლელმა ბიჭმა გადაიღო, რადგან შესაძლოა ამ ამბისთვის სხვა იარლიყი მიეკერებინათ. ჯერ არ გვყავდა მანქანა დაპარკინგებული. მამაჩემს ველოდებით, წყნეთში მივდიოდით. ორწუთიანი გაჩერება თურმე არ შეიძლება. პატრული გოგონა მედავებოდა, რომ დაპარკინგებული მყავდა ავტომობილი.

მე ვეუბნებოდი, რომ არ იყო პარკინგი. ვუხსნიდი, რომ მომაკითხა ადამიანმა და ჩავჯექი. ჩვენ სახლთან არ გვაქვს პარკინგი, სადაც შეიძლება რომ მანქანა გავაჩეროთ. პატრულს მამაჩემმა აჩვენა გენერლის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ძალიან უხეშად დაუბრუნა უკან, ასევე დედაჩემის პირადობის მოწმობაც იგივე უხეშობით დაუბრუნა. მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით აგრესიულები.

ახლა თქვენს გადაცემაში, რომ მოვდიოდით ტაქსისტმა მითხრა, რომ იგივე პატრულმა გოგონამ, ზუსტად იგივე გაუკეთა მას, რაც მე. არ გამიწევია წინააღმდეგობა. მათ ჩართული ჰქონდათ სამხრე კამერები, სადაც კარგად ჩანს, რომ მე მათ ფიზიკურად არ შევხებივარ. თუმცა ჩემს ადგილას შეიძლება ბევრს თავი ვერ შეეკავებინა. შვილიც თან მახლდა... ეს ყველაფერი იმდენად ემოციური იყო, ბავშვი ტიროდა, მამაჩემი ცუდად გახდა, სასწრაფოს გამოუძახეს. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ისე როგორც მე მინდოდა.- განაცხადა თიკა ჯამბურიამ.