მითხრეს მონასტერში წადიო, მაგრამ არ წავალ - მეუფე პეტრე

16:46 10-31-2019
180

მითხრეს მონასტერში წადიო, მაგრამ არ წავალ - ამის შესახებ პეტრე ცაავამ „რუსთავი-2“ - ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით მონასტერში წასვლისკენ მას სინოდის წევრები მოუწოდებდნენ. 

„ხარისხი შემიჩერეს და სინანულისთვის მომიწოდეს მონასტერში წავსულიყავი, მაგრამ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას არ დავემორჩილე და აღარ წავალ მონასტერში“ - განაცხადა ცაავამ

შეგახსენებთ, რომ დღეს სინოდის სხდომაზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ პეტრე ცაავა მღვდელმსახურებიდან გადააყენა.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“,– აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.

მეუფე პეტრემ ასევე თქვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.