VIDEO: გაიცანით, პატარა ვარსკვლავი - ნიკოლოზის ემოციურად შესრულებული „რა ყოფილა გურია"

15:03 10-30-2019
3225

ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელი ანა გულბანი, სოციალურ ქსელში პატარა ნიკოლოზის მიერ ემოციურად შესრულებულ სიმღერას - „რა ყოფილა გურია“ აქვეყნებს, რომელმაც უამრავი კომენტარი და მოწონება დაიმსახურა.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, პატარა ნიკოლოზი გურული არ არის და არც გურიასთან აქვს შეხება. ის, მამის მხიდან მთიულია და დედა სვანი ჰყავს.   

პატარა ნიკოლოზის საოცრად შესრულებულ სიმღარას უკვე 110 000 ნახვა და 2 900 გაზიარება აქვს:

„გენაცვალეეეეე, აი ასეთი კარგები და მაგრები ვართ მთიულები!! - ღმერთის ყველაზე უძვირფასესი საჩუქარი ხარ შენი მშობლებისთვის, ყველასთვის, ვისაც უყვარხარ - როგორ ამთქნარებს. - გენაცვალე სიტკბო და სიყვარული ხარ, პატარა ვარსკვლავი, საოცარი ბავშვია, თან როგორი ემოციით მღერის, ჩასაყლაპია“ - წერენ სოციალური ქსელის მომხარებლები.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე გურია, განთქმულია კრიმანჭულითა და ენამახვილი, სტუმართმოყვარე ხალხით. ჩოხატაურის გზებზე მგზავრობისას, ნასაკირალის მშვენიერი გადასახედით აღტაცებულმა კომპოზიტორმა და მომღერალმა სოსო ებრალიძემ გურულების „ჰიმნი“ - „რა ყოფილა გურია დაწერა. ეს სიმღერა, თითქმის ყველას, გურულს თუ არაგურულს უყვარს, რადგან აქ თბილი და ქართული მასპინძლური ხასიათი ჩანს. უსმენ და იმედს არ კარგავ, რომ ისევ დიდხანს შერჩება ქართველ ხალხს ეს სითბო, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა.

სააგენტო „პრაიმტაიმი“ წარმატებებს უსურვებს პატრა ნიკოლოზს. 

ავტორი: რუსა ღვანიძე